ფეხბურთი

19:28 | 11.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მონტოია “ბარსელონადან” წასვლის ზღვარზეა

“ბარსელონას” ახალგაზრდა მარჯვენა მცველმა, მარტინ მონტოიამ, შესაძლოა, კატალონიური კლუბი დატოვოს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანურ პრესაში უფრო და უფრო ხშირად ვრცელდება.

როგორც ჩანს, მომდევნო ზაფხულში, “ბარსას” მარჯვენა მცველის დამატება მოუწევს. აქამდე არსებული ინფორმაციით, კატალონიელები დანი ალვესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებენ და ბრაზილიელს გუნდიდან მომდევნო წელს გაუშვებენ. ალვესის შემცვლელად მონტოია მიიჩნევა, მაგრამ 22 წლის მარჯვენაფლანგელს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ვერაფრით ახერხებენ.

ევროპული პრესის ცნობით, მონტოიას შეძენის სურვილს “ინტერი”, “ნაპოლი”, “მარსელი”, “დორტმუნდი” და “ლევერკუზენი” გამოთქვამენ. შესაძლოა, ფეხბურთელის უფასოდ გაშვების შიშით, “ბარსამ” ესპანელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაყიდოს.

0.135455