კალათბურთი

12:12 | 14.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მონტეპასკის” სანიკიძე აღარ სჭირდება?

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე, შესაძლოა, ახალ კლუბში აღმოჩნდეს. როგორც Sportando.net იუწყება, იტალიის მოქმედი ჩემპიონი სიენას “მონტეპასკი” 27 წლის ქართველ კალათბურთელთან ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ აპირებს, თუმცა, ეს საკითხი ბეჭედდასმული ჯერაც არ გახლავთ.

ცნობისთვის, გასულ სეზონში სანიკიძემ იტალიის ჩემპიონატში “მონტეპასკის” მაისური 48 მატჩში მოირგო და საშუალოდ 5.5 ქულას და 4.8 მოხსნას აგროვებდა.

იმავე ვებ-გვერდის ცნობით, “მონტეპასკიმ” კონტრაქტი გაუხანგრძლივა 30 წლის ავსტრიელ ბენ ორტნერს, ხოლო გუნდის 35 წლის კაპიტან მარკო კარარეტოს, რომელსაც ერთწლიანი ხელშეკრულება კიდევ გააჩნია, შესაძლოა, სიენიდან ასევე დაითხოვონ.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის შემდეგ, სიენელებს ახალი თავკაცი ჰყავთ. ლუკა ბანკის ნაცვლად, რომლის ხელშიც გუნდმა მორიგი ჩემპიონობა მოიპოვა, მთავარ მწვრთნელად მისივე თანაშემწე მარკო კრესპი დაინიშნა.

0.113679