სხვა

15:03 | 21.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

მონტენეგრომ ქართველი წყალბურთელები დიდი ანგარიშით დაამარცხა

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ყველაზე ნაკლები წინააღმდეგობა მონტენეგროს გაუწია. ტურნირის ერთ-ერთმა უმთავრესმა ფავორიტმა ქართველებს შანსი არ დაუტოვა და 17:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი გოლი მე-3 პერიოდის მიწურულს გაიტანა და დასკვნით მეოთხედშიც ერთხელ იხეირა. ორივე შემთხვევაში, თავი მარკო ელეზმა გამოიჩინა.

ამგვარად, ქართველმა წყალბურთელებმა პირველ ეტაპზე ყველა მატჩი წააგეს და A ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს, ახლა კი, ბრძოლას მეშვიდე-მეთორმეტე ადგილებისთვის გააგრძელებენ.

თუ ვინ იქნება საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე, გერმანიის და საფრანგეთის გუნდების მატჩში გაირკვევა. ქართველები მათ შორის უმჯობესს ანუ B ჯგუფის მეხუთეადგილოსანს ეთამაშებიან.

0.115568