ფეხბურთი

18:46 | 14.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მონტელა: “გოლი აუცილებლად უნდა გაგვეტანა”

ფლორენციის “ფიორენტინას” დამრიგებელმა, ვინჩენცო მონტელამ, ევროპის ლიგის 1/8-ფინალში “იუვენტუსთან” გამართული შეხვედრის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“გოლი აუცილებლად უნდა გაგვეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემები შეგვექმნებოდა, რადგან “იუვენტუსი” ძალიან ძლიერი მეტოქეა.

ცუდი სტარტის მიუხედავად, ამ თამაშში ბევრი დადებითი დავინახე. პირველი ტაიმი მეორეზე მეტად მომეწონა, მაგრამ გოლის გატანა მხოლოდ თამაშის მიწურულს მოვახერხეთ.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩემი ფეხბურთელები ინიციატივის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ და პერიოდულად ეს გამოსდიოდათ. ისინი ფეხბურთისგან სიამოვნებას ღებულობენ, როდესაც ბურთს აკონტროლებენ.” – ციტირებს მონტელას სიტყვებს Sky Italia.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში, ტურინში, “იუვენტუსმა” და “ფიორენტინამ” 1:1 ითამაშეს. გოლები არტურო ვიდალმა და მარიო გომესმა გაიტანეს.

0.115748