ეშტორილის 400-ათასევროიანი თიხნარობის შარშანდელმა ჩემპიონმა ალბერტ მონტანესმა ტურნირის ნახევარფინალში კაცმეჩოგნეთა ამქრის პირველოსან როჯერ ფედერერს სძლია.
29 წლის ესპანელმა წლით უმცროს დიად შვეიცარიელს 82 წუთში 6:2 7:6(7:5) აჯობა.
ფედერერმა, რომელიც იქ კარიერის 63-ე ტიტულზე ნადირობდა, მატჩის მსვლელობისას 48 უნებლიე შეცდომა დაუშვა.
მონტანესი ფინალში პორტუგალიელ ფრედერიკო ჟილს შეერკინება, ვინაც 6:2 5:7 6:3 მოუგო ესპანელ გილერმო გარსია-ლოპესს.







