"ატლანტამ" თავის ერთ-ერთ ლიდერ ჯოშ სმიტს მაქსიმალური ხელფასის გადახდაზე უარი განუცხადა და ყველანაირი ხერხით ცდილობს, 21 თებერვლამდე, საგაზაფხულო დედლაინის დადგომამდე, სარფიანად გაცვალოს. "ჰოუქსის" ხელმძღვანელობა აქტიურად განიხილავს სმიტის "მილუოკიში" ტრეიდის ვარიანტს, თუმცა ჯორჯიული კლუბი სანაცვლოდ ითხოვს, რომ გაცვლაში ჩართული იქნას მონტა ელისი, ვინაიდან "ატლანტას", ლუის უილიამსის ტრავმის გამო, სერიოზული პრობლემები გააჩნია უკანა ხაზში - ინფორმაციას ავრცელებს ESPN.
გიორგი ბარბაქაძე