როლან კურბისის „მონპელიეს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა. ლიგა ერთის მე-18 ტურის პირველ მატჩში, 60 წლის სპეციალისტის დამოძღვრილი გუნდი საკუთარ კედლებში „სენტ ეტიენთან“ დამარცხდა.
მატჩში, რომელიც „მონპელიესთვის“ ზედიზედ მე-9 თამაში გამოდგა, ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე გავიდა. თავი გრადელმა გამოიჩინა, რომელმაც გულამის ფლანგური გადაცემა გამოიყენა.
მონპელიე-სენტ ეტიენი 0:1 (0:0)
მონპელიე, “ლა მოსონი”
მონპელიე (4-1-3-2): ჟურდრენი, საიჰი (მარტინი 86), მეზაგი, ელ კაუტარი, ტიენე (მონტანიო 64), სტამბული, მარვო, კაბელა, სანსონი, კამარა (დეზა 86), მუნიე.
მწვრთნელი: როლან კურბისი.
სენტ ეტიენი (4-2-3-1): რუფიე, კლერკი, პერინი, სალი, გულამი, ლემუანი, კოადე, კონე (ამუმა 63), გრადელი (პოგბა 80), ბრანდაო, ტაბანუ (ბრიზონი 85).
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.
გოლი: 0:1 გრადელი (75).
გაფრთხილებები: მეზაგი 32, საიჰი 52 - კლერკი 8, სალი 66, ამუმა 88.
მსაჯი: ბართოლომო ვარელა.
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 6 (0)-14 (3), კუთხური: 7-1, თამაშგარე: 5-1, სეივი: 2-0, ჯარიმა: 12-15.