„მონპელიემ“ „სტად დე ლა მოსონზე“ ფრედერიკ ანტონეტის დამოძღვრილ „რენს“ უმასპინძლა და შინ უქულოდ გაუშვა. დღევანდელი გამარჯვების წყალობით, „მონპელიემ“ უშუალო კონკურენტს 3 ქულით გაუსწრო და „სენტ ეტიენთან“ 5–6 ადგილებს იყოფს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, შეტევაში ჩართულმა ბრაზილიელმა მცველმა ვიტორინო ჰილტონმა საჯარიმოში შექმნილი არაულობით ისარგებლა და „მონპელიე“ დააწინაურა. 10 წუთში, მასპინძელთა უპირატესობა შეცვლაზე შესულმა სულეიმან კამარამ გაზარდა – სენეგალელმა საჯარიმოს მისადგომებიდან უძლიერესი და რაც მთავარია ზუსტი დარტყმა შეასრულა – 2:0.
„რენი“ აქამდეც ვერ აჩვენებდა ხეირიან ფეხბურთს და მით უმეტეს ამის შემდეგ, ბურთის გაქვითვაც კი ვერ მოახერხა. საბოლოოდ, როგორც უკვე ვთქვით, 3 ქულა „მონპელიეს“ დარჩა.
მონპელიე. „სტად დე ლა მოსონი“. 17000
მონპელიე – რენი 2:0 (0:0)
მონპელიე: ჟურდენი, ჰილტონი, ბედიმო, კონგრე, ელ–კაუტარი, მუნიე (კამარა 73), ესტრადა, პიტო (დაბო 62), უტაკა, შარბონიე (მარტენი 57), ერერა.
მწვრთნელი: რენე ჟირარი
რენი: კოსტილი, ტეოფილ–კატერინი, მავინგა, კანა–ბიიკი, ილუნგა (აპამი 36), დანზე, ფერე, დიალო (სანე 77), მაკუნი, პიტროიპა, ერდინჩი (დიარა 79).
მწვრთნელი: ფრედერიკ ანტონეტი
გაფრთხილებები: ჰილტონი (70) – თეოფილ–კატერინი (56), დიალო (74)
გოლები: 1:0 ჰილტონი (75), 2:0 კამარა (86)
კარში დარტყმა: 7 (2) – 4 (1) ჯარიმა: 19 - 15 კუთხური: 4 - 6 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 1 – 0
1. | პსჟ | 26 | 16 | 6 | 4 | 49:16 | 54 |
2. | ლიონი | 26 | 15 | 6 | 5 | 46:25 | 51 |
3. | მარსელი | 26 | 14 | 4 | 8 | 32:31 | 46 |
4. | ნიცა | 26 | 12 | 9 | 5 | 39:28 | 45 |
5. | სტ.ეტიენი | 26 | 12 | 8 | 6 | 40:19 | 44 |
6. | მონპელიე | 27 | 13 | 5 | 9 | 43:32 | 44 |
7. | რენი | 27 | 12 | 5 | 10 | 39:36 | 41 |
8. | ლილი | 26 | 10 | 10 | 6 | 35:26 | 40 |
9. | ლორიანი | 26 | 10 | 9 | 7 | 42:42 | 39 |
10. | ბორდო | 26 | 9 | 11 | 6 | 26:22 | 38 |
11. | ვალანსიენი | 26 | 9 | 7 | 10 | 34:36 | 34 |
12. | ტულუზა | 26 | 8 | 9 | 9 | 32:32 | 33 |
13. | აიაჩო | 26 | 7 | 10 | 9 | 29:36 | 29 |
14. | ბრესტი | 26 | 8 | 4 | 14 | 27:36 | 28 |
15. | სოშო | 26 | 7 | 6 | 13 | 27:38 | 27 |
16. | ბასტია | 26 | 7 | 6 | 13 | 29:51 | 27 |
17. | რეიმსი | 26 | 5 | 9 | 12 | 22:31 | 24 |
18. | ევიანი | 26 | 5 | 8 | 13 | 25:39 | 23 |
19. | ტრუა | 26 | 3 | 11 | 12 | 28:46 | 20 |
20. | ნანსი | 26 | 3 | 9 | 14 | 22:44 | 18 |
ბომბარდირები
იბრაჰიმოვიჩი (პსჟ) – 22, ობამეიანი („სენტ ეტიენი“) – 14, კვიტანიჩი („ნიცა“), გომისი ("ლიონი") – 12, ალიადიერი („ლორიანი“) – 11, ალესანდრინი („რენი“), ბენ ბაზატი („ტულუზა“), პაიე („ლილი“) – 10.
2 მარტი
რეიმსი-პსჟ; სენტ ეტიენი-ნიცა; ლორიანი-ვალანსიენი; სოშო-ნანსი; ბასტია-აიაჩო; ტულუზა-ევიანი.
3 მარტი
ბრესტი-ლიონი; მარსელი-ტრუა; ლილი-ბორდო.