საფრანგეთის ჩემპიონატში შაბათს ჩატარებული 5 თამაშიდან გოლი ოთხში გავიდა და ოთხივე შემთხვევაში, მეტოქის კარის აღებას მხოლოდ ერთი გუნდი ახერხებდა. ერთადერთი გუნდი, რომელმაც 3 ქულა სტუმრად გამართულ შეხვედრაში აიღო, ქვეყნის ექს-ჩემპიონი „მონპელიეა“, რომელმაც გასავარდნ ზონაში მყოფ „სოშოს“ 2:0 სძლია. მონბელიარში გამართულ შეხვედრაში როლან კურბისის შეგირდებმა 11-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს.
„მონპელიეს“ მსგავსად, მოგება გაიხსენა „ბასტიამაც“, რომელსაც ბოლო 5 მატჩში 2 ქულა ჰქონდა აღებული. ფრედერიკ ანტცის გუნდმა „ბორდოს“ უმასპინძლა და მეტოქეს ზედიზედ მე-2 მარცხი აგემა.
„მონპელიესა“ და „ბასტიასგან“ განსხვავებით, კვლავ წარუმატებლად თამაშობს ბოლოადგილოსანი „აიაჩო“, რომელმაც ზედიზედ მე-5 შეხვედრა წააგო. კრისტიან ბრაკონის შეგირდებს ბოლო 14 მატჩში მოგება არ აქვთ.
უამინდობის გამო გადაიდო „მარსელსა“ და „ვალანსიენს“ შორის გასამართი შეხვედრა, რომლის ჩატარებიც თარიღიც, ჯერჯერობით, უცნობია.
ბასტია-ბორდო 1:0 (1:0)
ფურიანი, “არმან სეზარი” 12778
ბასტია (4-2-3-1): ლეკა, დიაკიტე, სკილაჩი, რომარიკი, არეკი, კაუზაკი, იატაბარე (მოდესტო 70), კრასიჩი (კაზრი 50), ილანი, ბა (ბუდებუზი 59), რასპენტინო.
მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.
ბორდო (4-4-2): კარასო, მარიანო, ენრიკე, სანე, ორბანი, ობრანიაკი, სერტიჩი (ტრაორე 76), ბიოგო პოკო (ოარო 46), მორის-ბელე, როლანი (ფობერი 70), სევე.
მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.
გოლი: 1:0 ბა (42).
გაფრთხილებები: დიაკიტე 27, კაუზაკი 78 - ფობერი 77.
მსაჯი: ვილფრიდ ბიენი.
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 11 (4)-14 (4), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 1-1, სეივი: 4-3, ჯარიმა: 14-11.
ლორიანი-გენგამი 2:0 (2:0)
ლორიანი, “მუსტუა” 15615
ლორიანი (4-4-2): შეინო (რეინე 46), გასამა, გერეირო, ეკუელ მანგა, ლოტოა, მონე-პაკე, ჟუფრე (სუნუ 83), ბურილონი, ტრაორე, აბუბაკარი (დიალო 75), ალიადიერი.
მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.
გენგამი (4-2-3-1): ასემბე, პერეირა, სორბონი, კერბრა, ლევაკი (ლემეტრი 46), მატისი (დიალო 74), სანკარე, ბოვუ (დუნიამა 65), ჟირესი, ლანგილი, იატაბარე.
მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენე.
გოლები: 1:0 ჟუფრე (8), 2:0 მონე-პაკე (12).
გაფრთხილებები: ტრაორე 24, ბურილონი 62, ლოტოა 86.
მსაჯი: ენტონი გოტიე.
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 11 (3)-14 (3), კუთხური: 2-5, თამაშგარე: 3-9, სეივი: 3-1, ჯარიმა: 15-13.
ნიცა-აიაჩო 2:0 (1:0)
ნიცა, “ალიანს რივიერა” 18629
ნიცა (4-1-3-2): ოსპინა, პუელი (პალუნი 67), ჟენევუა, გომისი, კოლოძიეშაკი, დიგარი, მენდი, აბრიელი (ამავი 87), ბრულსი, სვიტანიჩი, მოპეი (ბრუინსი 55).
მწვრთნელი: კლოდ პუელი.
აიაჩო (4-1-4-1): ოჩოა, ენგბარი, ტონუჩი, დიელნა (ოლიეში 71), ანდრე (დიარა 55), ზუბარი, ლასნე (კამარა 82), მოსტეფა, ფატი, კავალი, ედუარდო.
მწვრთნელი: კრისტიან ბრაკონი.
გოლები: 1:0 ბრულსი (5), 2:0 სვიტანიჩი (90+1).
გაფრთხილებები: პუელი 63, აბრიელი 76, სვიტანიჩი 86 - ფატი 60, კავალი 64, ოლიეში 80.
მსაჯი: ლიონელ ჟაფრედო.
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 14 (6)-17 (4), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 2-5, სეივი: 4-4, ჯარიმა: 20-17.
რენი-ევიანი 0:0
რენი, “რუტ დე ლორიანი” 13391
რენი (4-3-3): კოსტილი, დანზე, უტანჯი, კანა-ბიიკი, მ’ბენგი, ბაკაიოკო (ალესანდრინი 46), მაკუნი, კადირი, პიტროიპა (უნო 77), რომერო (ოლივეირა 70), დუკურე.
მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე.
ევიანი (4-2-3-1): ლაკე, ჯეჯე, ანგულა, მენსა, საბალი (ბარბოსა 59), კონე, სორლინი, ვასი, ბენეზე (ნ’სიკულუ 84), სუგუ (კამბონი 71), ბერიგო.
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.
გაფრთხილებები: ბაკაიოკო 37 - სუგუ 55, ანგულა 89.
მსაჯი: ბენუა მილო.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 10 (5)-10 (1), კუთხური: 8-4, თამაშგარე: 3-1, სეივი: 1-5, ჯარიმა: 7-13.
სოშო-მონპელიე 0:2 (0:1)
მონბელიარი, “ოგუსტ ბონალი” 105
სოშო (4-3-3): კროსი, კორშია, სუნზუ, კანტე, ფოსურიე, პრჩიჩი, სინკალა, აიკმაიერი (ილაიმაარიტრა 67), ბაკამბუ, ჯ. აიუ (ბუტინი 80), მაიუკა (რუდე 46).
მწვრთნელი: ერვ რენარი.
მონპელიე (4-1-3-2): ჟურდრენი, დეპლანჟი, ილტონი, ელ კაუტარი, კონგრი, სტამბული, მარვო, კაბელა (საიჰი 79), სანსონი, ნიანგი (კამარა 72), მუნიე (ტიენე 66).
მწვრთნელი: როლან კურბისი.
გოლები: 0:1 მუნიე (20), 0:2 ტიენე (74).
გაფრთხილება: სინკალა 23.
გაძევება: სინკალა 34.
მსაჯი: ფრედი ფოტრელი.
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 6 (0)-13 (4), კუთხური: 1-4, თამაშგარე: 2-3, სეივი: 2-0, ჯარიმა: 12-8.
მარსელი-ვალანსიენი (გადაიდო)