ფეხბურთი

13:24 | 6.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მონკი “სუონსის” ახალი მთავარი მწვრთნელია

 

მიქაელ ლაუდრუპის გათავისუფლების შემდეგ, “სუონსი” უმთავარმწვრთნელოდ დიდ ხანს არ დარჩენილა. მეორე დღესვე კლუბის ხელმძღვანელობამ საზოგადოებას 34 წლის გარი მონკი წარუდგინა. კაცი, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ოთხივე დივიზიონში კაპიტნობდა გუნდს. “ძალიან კარგად ვიცნობ კლუბს და ვიცი რამდენს ნიშნავს ის გულშემატკივრებისთვის. მათ ვპირდები: ყველაფერს გავიღებ რათა გუნდი კვლავ აღორძინდეს. ფეხბურთელებს დაველაპარაკები, ჩვენ ერთიანი ორგანიზმი უნდა გავხდეთ, სხვაგვარად წარმატებას ვერ მივაღწევთ. “ – უთხრა მონკმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს.

“სუონსიში” მონკის სამწვრთნელო დებიუტი შაბათს, “კარდიფის” წინააღმდეგ, სამხრეთუელსურ დერბიში შედგება.

0.123947