სხვა

15:24 | 19.11.2013 | ნანახია 1264 - ჯერ

მონღოლებს ვერ აჩერებენ

მონღოლი იოკოძუნები ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი დამაჯერებელ ასპარეზობას განაგრძობენ. კიუშიუ ბაშოს ლიდერებმა მიჯრით მე-10 მოგებები მიითვალეს და ისეთი პირი უჩანს, “იმპერატორის თასის” ბედი მათ უშუალო დაპირისპირებაში გაირკვევა.

თანაბარი ბალანსი – 5 გამარჯვება და 5 წაგება გააჩნია გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. შეგახსენებთ, რომ ქართველ სუმოისტს დასავლეთის მე-13 მაეგაშირას წოდება გააჩნია და სატიტულო წინსვლისთვის ნოემბრის სუპერტურნირზე კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) სჭირდება.

გაგამარუ ამჯერად დასავლეთის მე-11 მაეგაშირა ტამავაშის დაუპირისპირდა და განმეორებით შერკინებაში (ტორი-ნაოსი) მონღოლს ქამარში შესვლის საშუალება მისცა, შესაბამისად, მეტოქის იორიკირის განხორციელება აღარ გასჭირვებია.

გაგამარუს შემდეგი დაპირისპირება აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა ტაკარაფუძისთან ელის, რომელთანაც ორივე გასული შერკინება წაგებული აქვს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:04 | 20.11.2013
pitershow (20)

გაგა თავის თავს აღარ გავს ბოლო დროს .... იმედია მოუმატებს

18:49 | 19.11.2013
გუგა80 (1551)

აზრი?

16:30 | 19.11.2013
BEERTRANCE (97819)

ბოლომდე გვანერვიულებს ალბათ გაგა, იმედია კაჩი-კოშის დაფიქსირებას შეძლებს.

0.136174