მუხლის ქრონიკული ტრავმებისაგან გატანჯული ნიჭიერი ფრანგი ჩოგბურთელი გაელ მონფილსი საფრანგეთის ღია პირველობის წინ მშვენიერ სპორტულ ფორმაში შედის. იგი ნიცაში მიმდინარე 250 ტიპის საჩოგბურთო ტურნირზე აგრძელებს წარმატებულ სვლას - მეოთხედფინალურ ეტაპზე მან ყველანარი პრობლემების გარეშე დაამარცხა ნიდერლანდელი რობინ ჰაასე 6:2, 6:3 და შემდეგი რაუნდის საგზურიც მოიპოვა.
შეხვედრა გაელმა შესანიშნავად დაიწყო და ძალზედ იოლად, სულ რაღაც 15 წუთში 4:0 დაწინაურდა. ნელ ნელა ჰაასეც გამოფხიზლდა, თუმცა მან თამაშის დალაგება მხოლოდ საკუთარ ჩაწოდებაზე მოახერხა, მეტოქისაზე კი მცირე შანსიც არ ჰქონია - ამ ფაქტორთა გათვალისწინებით მონფილსმა პარტია ლოგიკურ წარმატებამდე მიიყვანა 6:2.
მეორე სეტის სტარტი ამჯერად უკეთესი რობინს გამოუვიდა, რომელმაც ადრეული ბრეიკი შეასრულა და ორგეიმიანი უპირატესობით გავიდა წინ 3:1. ფრანგმა ჩოგბურთელმა დროულად იგრძნო მოახლოებული საფრთხე, სრული კონცენტრაცია მოახდინა და ზედიზედ 5 მოგებული გეიმის შემდეგ ნახევარფინალის საგზურიც გაიფორმა 6:2, 6:3.
მატჩი 66 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში მონფილსის ანგარიშზე 1 ეისი გახლდათ, ხოლო მისმა მეტოქემ თავი 1 ორმაგი შეცდომის დაშვებით "გამოიჩინა". ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 2:0 გახდა გაელის სასარგებლოდ.
26 წლის ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე ესპანელი პაბლო ანდუხარი იქნება, რომელმაც თავის მხრივ ასპარეზობას გამოთიშა კორტების მასპინძლეი ჟილ სიმონი 6:4, 7:5.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('http://trophymanager.com/?c=2773823')>0?'http://trophymanager.com/?c=2773823':'http://trophymanager.com/?c=2773823'))
საუკეთესო ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი მსოფლიოში, შექმენი შენი გუნდი, გადზლიერდი ტარანსფერებით, აიყვანე საკუთარი აკადემიიდან ახალგაზდები და აქციე ვარსკვლავებათ, გააუმჯობესე ინფრასტრუქტურა, დაწინაურდი საქართველოს უმაგლეს ლიგაში და მოიპოვე ტიტული, ითამაშე ევროთასებზე( ჩემპიონტა ლიგა და ევროპა ლიგა) და ბოლოს ჩაიბარე საქართვლოს ნაკრები 2წლის ვადით როგორც მთავარმა მწვრთნელმა
stripslashes((strlen('http://hdsport.ge/')>0?'http://hdsport.ge/':'http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))
0?'>http://hdsport.ge/':'>http://hdsport.ge/'))