ფეხბურთი

14:04 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკოსა” და აბიდალის კონტრაქტი არ შედგა

“მონაკოს” ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა “ბარსელონას” ყოფილ მცველ ერიკ აბიდალთან თანამშრომლობის წინასწარი გადაწყვეტილება შეცვალეს. ბოლო დროს ევროპულ პრესაში არაერთგზის დაიწერა, რომ ფრანგულ კლუბსა და ფეხბურთელს შორის სატრანსფერო დეტალები ბოლომდე დაზუსტებული იყო და მხარეები 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებდნენ, მაგრამ, ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.

შეგახსენებთ, აბიდალს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ “ბარსელონამ” ახალი კონტრაქტი აღარ გაუფორმა, რითაც ძალიან გაანაწყენა. შემდეგ “მონაკოს” ვარიანტი ჩაიშალა. ახლა კი ერიკ აბიდალი სხვა შეთავაზებებს განიხილავს.

0.11538