„მონაკოს“ მიერ ზედიზედ მე-3 გასვლით მატჩში ქულების დაკარგვას კლაუდიო რანიერის გუნდის მიერ „პარი სენ ჟერმენის“ წინ გაშვება მოჰყვა. სტუმრად ჩატარებული წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, „მონაკომ“ წინ გასვლა მოახერხა, თან 2 ბურთით, მაგრამ აუტსაიდერთა შორის მყოფმა „სოშომ“ ბოლომდე იბრძოლა და ქულა მოიპოვა.
„მონაკოს“ სოლიდური უპირატესობა ფერეირა კარასომ მოუტანა. 20 წლის ბელგიელმა შემტევმა გოლები მე-5 და მე-10 წუთებზე გაიტანა. ანგარიშის გათანაბრება ბაკამბუმ და ლოპიმ ითავეს. ორივე შემთხვევაში, გოლი კუთხურის მოწოდების შემდეგ, თავური დარტყმით გავიდა.
ბოლო ხუთ მატჩში პირველად იმარჯვა „სენტ ეტიენმა“. კრისტოფ გალტიეს შეგირდებმა „ლორიანს“ უმასპინძლეს და მეტოქე უქულოდ ზედიზედ მე-4 თამაშში დატოვეს.
მოუგებელი სერია ოთხ მატჩამდე გაზარდა „ლიონმა“, რომელაც ტურის ბოლო მატჩში ქულა გაჭირვებით მოიპოვა. „ბორდოსთან“ გამართულ საშინაო მატჩში, რემი გარდის გუნდმა გოლი 62-ე წუთზე გაუშვა, ხოლო მალევე, ლაკაზეტის მოედნიდან გაძევების გამო, კაცნაკლულიც დარჩა. „ლიონს“ ქულა ბრიანმა მოუტანა, რომელმაც გოლი პირველ დამატებულ წუთზე გაიტანა.
სოშო-მონაკო 2:2 (0:2)
მონბელიარი, “ოგუსტ ბონალი” 15041
სოშო (4-1-2-3): პუპლინი, ფოსურიე, პეიბერნე, კარლაო, ბუმალი, ლოპი, ნოგეირა (პრჩიჩი 71), დიასი (პუჟოლი 90+1), ბაკამბუ, მაიუკა (კამარა 65), რუდე.
მწვრთნელი: ერვ რენარი.
მონაკო (4-2-3-1): სუბასიჩი, რაგი, კარვალიო, ლოპესი, ტისერანდი (ლოპესი 70), ტულალანი (კონდოგბია 61), ობადი, როდრიგესი, მოუტინიო (ოკამპოსი 67), ფერეირა, ფალკაო.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.
გოლები: 0:1 ფერეირა (5), 0:2 ფერეირა (10), 1:2 ბაკამბუ (57), 2:2 ლოპი (69).
გაფრთხილებები: ლოპი 74, რუდე 76 - კონდოგბია 85, ფალკაო 89.
მსაჯი: ოლივიე ტუალი.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 15 (8)-12 (5), კუთხური: 8-3, თამაშგარე: 2-0, სეივი: 3-6, ჯარიმა: 17-18.
სენტ ეტიენი-ლორიანი 3:2 (2:1)
სენტ ეტიენი, “ჟოფრუა გიშარი” 31359
სენტ ეტიენი (4-4-1-1): რუფიე, კლერკი, ზუმა, პერინი, გულამი, მოლო (მინო 90+1), ლემუანი, დიომანდი, ტაბანუ (გრადელი 66), კონე (კოადე 70), ბრანდაო.
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.
ლორიანი (4-4-2): ოდარი, ბაკა, ეკუელ მანგა, ლოტოა, გერეირო, ჟუფრე (რობერი 85), კუტადო, დუკურე (ბურილონი 46), მონე-პაკე, ალიადიერი (პელე 77), აბუბაკარი.
მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.
გოლები: 1:0 ბრანდაო (7), 2:0 კონე (14), 2:1 ჟუფრე (38), 3:1 გრადელი (72), 3:2 აბუბაკარი (86).
გაფრთხილებები: ბრანდაო 28, მოლო 44, ლემუანი 62 - ლოტოა 24, ბაკა 87.
მსაჯი: ამაური დელერუ.
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 17 (6)-11 (5), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 1-3, სეივი: 3-3, ჯარიმა: 19-11.
ლიონი-ბორდო 1:1 (0:0)
ლიონი, “ჟერლანი”
ლიონი (4-3-3): ლოპესი, ზეფანი, ბისევაცი, ფოფანა, დაბო, მალბრანკი (ფექირი 74), სარი, გრენიე, ლაკაზეტი, გომისი (პლეა 81), ბენზია (ბრიანი 74).
მწვრთნელი: რემი გარდი.
ბორდო (4-2-3-1): კარასო, მარიანო, პლანუსი, სანე, ორბანი, ნ’გემო, სერტიჩი, ობრანიაკი, ჟუსიე, სევე, დიაბატე.
მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.
გოლები: 0:1 ობრანიაკი (62), 1:1 ბრიანი (90+1).
გაფრთხილებები: ბისევაცი 38, ლაკაზეტი 41 - დიაბატე 38, ნ’გემო 65.
გაძევება: ლაკაზეტი 66.
მსაჯი: ნიკოლა რეინვილი.
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 17 (6)-9 (1), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 2-2, სეივი: 0-5, ჯარიმა: 16-16.