ლიგა ერთის 26-ე ტურის პირველ მატჩში, რომელშიც „მონაკო“ „რეიმსს“ დაუპირისპირდა, მასპინძლებმა გამარჯება ბოლო წამებზე გატანილი გოლის წყალობით მოიპოვეს. არადა, მანამდე, მათ ანგარიშში წინ გასვლა 2-ჯერ მოახერხეს.
ჟერმენისა და ტულალანის გოლებს სტუმართა შემტევმა, პრინს ონიანგმა დუბლით უპასუხა. მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე, როდესაც „რეიმსი“ უკვე 10 კაცით თამაშობდა, ხამეს როდრიგესმა საჯარიმოს წინა ხაზიდან დაარტყა და მართალია, ბურთი ძელს მოხვდა, მაგრამ დამატებაზე ოკამპოსმა ივარგა და „,მონაკომ“ ზედიზედ მე-2 თამაში მოიგო.
მონაკო-რეიმსი 3:2 (1:0)
მონაკო, “ლუი II” 6127
მონაკო (4-1-3-2): სუბასიჩი, ფაბინიო, კარვალიო, აბიდალი, კურზავა, ტულალანი, მოუტინიო, როდრიგესი, კონდოგბია (ობადი 61), ჟერმენი (ბერბატოვი 80), რივიერი (ოკამპოსი 61).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.
რეიმსი (4-1-2-3): პლასიდე, მანდი, ტაკალფრედი, ვებერი, სინიორინო, კრიშოვიაკი, გისოლფი (აიტე 68), ალბაეკი, ონიანგი, ფორტე (თურანი 85), კურტე (შაბრონიე 66).
მწვრთნელი: უბერ ფურნიე.
გოლები: 1:0 ჟერმენი (8), 1:1 ონიანგი (53), 2:1 ტულალანი (64), 2:2 ონიანგი (71), 3:2 კურზავა (90+5).
გაფრთხილებები: ტულალანი 90, კარვალიო 90+1, კურზავა 90+5 - ალბაეკი 70.
გაძევება: მანდი 83.
მსაჯი: ენტონი გოტიე.
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 18 (8)-7 (3), კუთხური: 6-2, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-5, ჯარიმა: 9-15.