ფეხბურთი

1:51 | 9.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

„მონაკოს“ მორიგი წარუმატებლობა

„მონაკომ“ საფრანგეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-2 თამაშში დაკარგა ქულები. ბოლო 4 მატჩში, კლაუდიო რანიერის გუნდმა მხოლოდ ერთი მოიგო.

„მონაკომ“ ქულები, ამჯერად, ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ „ევიანთან“ გამართულ საშინაო შეხვედრაში დაკარგა. ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა, როდესაც სტუმართა შეტევა დანიელ ვასმა ზუსტი დარტყმით დაასრულა. მასპინძლებმა მალე გაათანაბრეს. 27-ე წუთზე, ფალკაომ როდრიგესის გადაცემა საჯარიმოში მიიღო და ზუსტად დაარტყა.

„მონაკო“ უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა, მაგრამ მასპინძლებს იმდენი სახიფათო მომენტიც არ შეუქმნიათ, მათ მიერ ქულების დაკარგვა არალოგიკური რომ იყოს.

 

მონაკო-ევიანი 1:1 (1:1)

მონაკო, “ლუი II” 6507

მონაკო (4-2-3-1): სუბასიჩი, ფაბინიო (რაგი 82), კარვალიო, აბიდალი, კურზავა, მოუტინიო (კონდოგბია 67), ტულალანი, ოკამპოსი, როდრიგესი, ფერეირა (რივიერი 67), ფალკაო.

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.

ევიანი (4-1-2-3): ჰანსენი, საბალი, ანგულა, მონგონგუ, ვასი, მენსა, სორლინი, ტიე ბი, ბარბოსა (ბენეზე 33/ნისტორი 68), სუგუ, ერეტი (რუბენი 75).

მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.

გოლები: 0:1 ვასი (20), 1:1 ფალკაო (27).

გაფრთხილებები: კარვალიო 81 - ტიე ბი 21, სუგუ 86.

მსაჯი: სედ ენჟიმი.

ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 14 (2)-9 (5), კუთხური: 12-2, თამაშგარე: 4-0, სეივი: 4-1, ჯარიმა: 8-21.

0.145182