„მონაკომ“, ლიგა ერთის ზედიზედ მე-2 ტურში გამარჯვებით, მიმდინარე გათამაშებაში მოგებები ოცამდე დაამრგვალა. კლაუდიო რანიერის გუნდს, „რენთან“ გამართულ მატჩში, 3 ქულა ემანუელ რივიერიმ მოუტანა. 24 წლის შემტევმა, ტულალანის გადაცემის შემდეგ, მეტოქე ფეხბურთელს ძალისმიერი ორთაბრძოლა მოუგო და ახლო მანძილიდან დარტყმით გაიტანა.
ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო „მონაკოს“ მდევარმა, „ლილმა“, რომელმაც უკვე 6 საშინაო თამაშია გოლს არ უშვებს. რემი გარდის შეგირდებმა გასავარდნ ზონაში მყოფ „ვალანსიენს“ ერთი ბურთი აკმარეს, რომელიც ორიჟიმ 70-ე წუთზე, საჯარიმოს წინა ხაზიდან დარტყმით გაიტანა.
მატჩში თითო ქულის აღებას განაგრძობს „ბორდო“, რომელიც, ამჯერად, ბოლოადგილოსან „აიაჩოს“ დაუზავდა. ფრანსის ჟილოს შეგირდებმა ანგარიში 62-ე წუთზე, ჟუსიეს ზუსტი დარტყმით გახსნეს, მაგრამ ისინი ზედიზედ მე-5 ფრეს მაინც ვერ აცდნენ. 85-ე წუთზე, საშუალო დისტანციიდან ეფექტური დარტმით, ანგარიში მოსტეფამ გაათანაბრა.
ლილი-ვალანსიენი 1:0 (0:0)
ვილანოვ დ’ასკი, “პიერ მორუა” 37757
ლილი (4-1-3-2): ენიეამა, სუმაორო (კონე 79), კიაერი, ბაზა, სიდიბე, გეიე, ბალმონი (მეიტე 70), მარტინი, დელაპლასი, რუ (ორიჟი 56), კალუ.
მწვრთნელი: რემი გარდი.
ვალანსიენი (3-4-1-2): ნოვაესი, მეჯანი, კაგელმახერი, ანგუა, მატე (ნერი 46), დუკურტიო, დუმბია, მასუაკუ (დოსევი 81), ენზა იამისი, მელიკსონი, ვარისი (ბაებეკი 64).
მწვრთნელი: არიელ ჟაკობსი.
გოლი: 1:0 ორიჟი (70).
გაფრთხილებები: მატე 10, დუკურტიო 12, ენზა იამისი 78.
მსაჯი: სედ ენჟიმი.
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 12 (5)-8 (2), კუთხური: 6-7, თამაშგარე: 3-2, სეივი: 2-4, ჯარიმა: 20-18.
აიაჩო-ბორდო 1:1 (0:0)
აიაჩო, “ფრანსუა კოტი” 6319
აიაჩო (4-1-3-2): ოჩოა, მოსტეფა, ნადო (ენგბარი 73), ტონუჩი, ბონარი, დიელნა, ლასნე, ფატი, პედრეტი (გონსალვესი 57), ანდრე (ოლიეში 66), ტალო.
მწვრთნელი: კრისტიან ბრაკონი.
ბორდო (4-4-2): კარასო, მარიანო, პლანუსი, სანე, ორბანი, როლანი (დიაბატე 46), სერტიჩი, ტრაორე, მორის-ბელე (ჟუსიე 46), სევე, ოარო.
მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.
გოლები: 0:1 ჟუსიე (62), 1:1 მოსტეფა (85).
გაფრთხილებები: ტონუჩი 46 - სანე 37.
მსაჯი: სებასტიენ დეზიაჟი.
ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 15 (7)-14 (5), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 2-3, სეივი: 4-6, ჯარიმა: 11-7.
ევიანი-ბასტია 2:1 (1:1)
ენსი, “პარკ დე სპორტსი” 11633
ევიანი (4-4-2): ჰანსენი, აბდალა, მონგონგუ (მენსა 46), კამბონი, საბალი, ვასი, ტიე ბი, სორლინი, ბენეზე (ბარბოსა 71), ბერიგო, რუბენი (სუგუ 86).
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.
ბასტია (4-4-2): ლანდრო, დიაკიტე, მოდესტო, რომარიკი, აჩილი, რასპენტინო (კაზრი 61), საბლი (მაულიდა 76), კაუზაკი, ბუდებუზი, სისე (ილანი 61), ბრუნო.
მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.
გოლები: 0:1 რასპენტინო (30), 1:1 ბენეზე (35), 2:1 ვასი (48).
გაფრთხილებები: სორლინი 59, ტიე ბი 68, კამბონი 90+1.
მსაჯი: ფილიპ კალტი.
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 15 (6)-11 (4), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 0-5, სეივი: 3-4, ჯარიმა: 13-11.
ნიცა-ლორიანი 1:2 (1:1)
ნიცა, “ალიანს რივიერა” 20039
ნიცა (4-2-3-1): ოსპინა, პუელი, ჟენევუა, ბოდმე, კოლოძიეშაკი, მენდი, აბრიელი, პიე (ბრულსი 66), ეისეიკი, ბოტეკი (ონორა 66), მოპეი (ამავი 84).
მწვრთნელი: კლოდ პუელი.
ლორიანი (4-4-2): ოდარი, გასამა, კონე, ეკუელ მანგა, გერეირო, სუნუ (ტრაორე 69), ბურილონი, კუტადო (დუკურე 57), მონე-პაკე, აბუბაკარი, ალიადიერი.
მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.
გოლები: 0:1 სუნუ (19), 1:1 კოლოძიეშაკი (30), 1:2 აბუბაკარი (90+2).
გაფრთხილებები: ბოტეკი 31, ეისერიკი 65 - გასამა 40, კონე 82, ეკუელ მანგა 82.
მსაჯი: ბენუა მილო.
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 9 (3)-10 (5), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-2, ჯარიმა: 13-9.
რენი-მონაკო 0:1 (0:0)
რენი, “რუტ დე ლორიანი” 21643
რენი (4-1-2-3): კოსტილი, დანზე, კანა-ბიიკი, არმანი, მ’ბენგი, კონდრასენი, დუკურე (ოლივეირა 80), მაკუნი (პაჟო 74), გროსიცკი (ალესანდრინი 68), ტოივონენი, კადირი.
მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე.
მონაკო (4-1-3-2): რომერო, ფაბინიო, კარვალიო, აბდენუ, კურზავა (რაგი 36), ტულალანი, მოუტინიო, როდრიგესი, კონდოგბია, რივიერი, მარტიალი (ოკამპოსი 74).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.
გოლი: 0:1 რივიერი (55).
გაფრთხილება: პაჟო 82.
მსაჯი: რუდი ბუკე.
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 7 (1)-14 (5), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 5-1, სეივი: 4-1, ჯარიმა: 10-12.
სოშო-ტულუზა 2:0 (1:0)
მონბელიარი, “ოგუსტ ბონალი” 11633
სოშო (4-2-3-1): პელე, ფოსურიე, სუნზუ, კარლაო, მარანჟი, სინკალა, პრჩიჩი, კორშია, რუდე (გუერბერი 90+1), კონტუ (ბაკამბუ 83), ჯ. აიუ (მაიუკა 74).
მწვრთნელი: ერვ რენარი.
ტულუზა (3-4-1-2): ბუშე, ვესკოვაცი, სპაიჩი, იაგო (სილა 46), ორიე (რომანი 75), დიდო, შანტომი, აკპა აკპრო (ტრეხო 46), აგილარი, ბრეითუაითი, ბენ იედერი.
მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.
გოლები: 1:0 ჯ. აიუ (15), 2:0 კონტუ (49).
გაფრთხილებები: კარლაო 53, ჯ. აიუ 58 - აკპა აკპრო 25, შანტომი 48.
მსაჯი: ალექსანდრ კასტრო.
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 17 (4)-3 (1), კუთხური: 4-2, თამაშგარე: 7-0, სეივი: 1-2, ჯარიმა: 17-13.