ფეხბურთი

15:25 | 16.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკოს” გრიზმანი სურს

“მონაკოს” ხელმძღვანელობა “სოსიედადის” შემტევის – ანტუან გრიზმანის შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.

დიდი ალბათობით, “მონაკოს” კოლუმბიელი რადამელ ფალკაო დაემშვიდობება, რითაც შეტევის ხაზი მნიშვნელოვნად შესუსტდება. არაა გამორიცხული, ფალკაოს გზას მისივე თანამემამულე ხამეს როდრიგესიც გაუყვეს.

ცნობისათვის, გრიზმანმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი მიითვალა.

 

0.126875