„მონაკოში“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადასულმა თავდამსხმელმა, დიმიტარ ბერბატოვმა ლიგა ერთში თავისი პირველი გოლი გაიტანა, ხოლო მისმა გუნდმა აქტივში 3 ქულა ჩაიწერა.
„სოშოსთან“ გამართულ მატჩში, ბერბატოვმა ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა, როდესაც მან, კურზავას გადაცემის შემდეგ, ბურთი ცარიელ კარში გაიტანა. მე-2 ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ბერბატოვმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში კიდევ ერთხელ მიიღო, რასაც მისი საპენალტედ წაქცევა მოჰყვა. თერთმეტმეტრიანი როდრიგესმა გამოიყენა და შეხვედრის მიწურულს ბუტინის მიერ გატანილმა გოლმა აზრი დაკარგა.
მოგების მიუხედავად, „მონაკომ“ ლიდერ პსჟ-სთან სხვაობა ვერ შეამცირა. ამის მიზეზი ისაა, რომ პარიზელებმა „ბასტია“ იოლად დაამარცხეს. ფურიანში გამართულ შეხვედრაში ანგარიში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გახსნა. მალევე, შვედი ფეხბურთელის მიერ ქუსლით გაკეთებული ძალიან კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გასულმა ლავესიმ სტუმართა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. შეხვედრის მიწურულს, ზლატანმა ლავესის უკვე თავით უპასა და არგენტინელს დუბლის გაფორმება არ გასჭირვებია.
„ტულუზასა“ და „რეიმსს“ შორის გამართული მატჩის პირველი ტაიმი სტუმრებმა 2:0 მოიგეს. იგივე ანგარიში იყო დაფიქსირებული 76-ე წუთზეც, მაგრამ ბოლო 15 წუთში, მასპინძლებმა 3 გოლი გაიტანეს და ზედიზედ მე-2 თამაში მოიგეს.
ბასტია-პსჟ 0:3 (0:2)
ფურიანი, “არმან სეზარი” 14992
ბასტია (4-1-3-2): ლეკა, დიაკიტე, სკილაჩი, რომარიკი, არეკი, მოდესტო, კაუზაკი (რასპენტინო 76), საბლი (ილანი 80), ბუდებუზი, კაზრი, სისე (ბრუნო 70).
მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.
პსჟ (4-1-2-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი, მარკინიოსი, მაქსველი, მოტა, ვერატი (კაბაიე 65), რაბიო (მატუიდი 65), ლუკასი (პასტორე 80), იბრაჰიმოვიჩი, ლავესი.
მწვრთნელი: ლორან ბლანი.
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (6), 0:2 ლავესი (19), 0:3 ლავესი (88).
გაფრთხილებები: კაუზაკი 16, სკილაჩი 47, არეკი 70 - ალექსი 26, იბრაჰიმოვიჩი 47, ლუკასი 63.
მსაჯი: ბენუა ბასტიენი.
ბურთის ფლობა: 29%-71%, დარტყმა: 11 (3)-12 (8), კუთხური: 5-4, თამაშგარე: 0-3, სეივი: 5-3, ჯარიმა: 23-10.
გენგამი-ევიანი 0:1 (0:0)
გენგამი, “რუდურუ” 13543
გენგამი (4-4-2): სამასა, პერეირა, სორბონი, ბოვუ, კერბრა, მატისი (დიალო 76), დოს სანტოსი, სანკარე, ჟირესი (მანდანი 76), ალიუი (დემბელე 53), იატაბარე.
მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენეკი.
ევიანი (4-4-2): ჰანსენი, ვასი, საბალი, მონგონგუ, კამბონი, ბენეზე, ბარბოსა (ნ’სიკულუ 79), ტიე ბი (ბოკარა 46), სორლინი, ბერიგო (ფაკუნდო 85), რუბენი.
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.
გოლი: 0:1 კამბონი (49).
გაფრთხილებები: იატაბარე 67, ბოვუ 68, სანკარე 90+5 - რუბენი 56, ბოკარა 57, საბალი 80, ნ’სიკულუ 90+5.
მსაჯი: ბენუა მილო.
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 16 (5)-3 (2), კუთხური: 8-1, თამაშგარე: 5-1, სეივი: 1-5, ჯარიმა: 18-13.
მონაკო-სოშო 2:1 (1:0)
მონაკო, “ლუი II” 7654
მონაკო (4-1-3-2): სუბასიჩი, ფაბინიო (რაგი 75), იზიმატ-მირინი, კარვალიო, კურზავა, ტულალანი, მოუტინიო, როდრიგესი (დირარი 82), ობადი, ბერბატოვი, ჟერმენი (ოკამპოსი 86).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.
სოშო (4-2-3-1): პელე, ფოსურიე, კარლაო, ზუმა, მარანჟი, დუბაი (ბაკამბუ 56), მალსა (ილაიმაჰარიტრა 81), კორშია, რუდე, კონტუ (ბუტინი 74), ჯ. აიუ.
მწვრთნელი: ერვ რენარი.
გოლები: 1:0 ბერბატოვი (6), 2:0 როდრიგესი (55, პენ), 2:1 ბუტინი (83).
გაფრთხილებები: კურზავა 90+1 - კარლაო 18, ფოსურიე 53.
მსაჯი: მიკაელ ლეზაჟი.
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 15 (4)-13 (6), კუთხური: 3-6, თამაშგარე: 5-3, სეივი: 5-2, ჯარიმა: 14-15.
ნანტი-აიაჩო 2:2 (1:1)
ნანტი, “ბოსეჟუარი” 22309
ნანტი (4-2-3-1): რიუ, სისოკო, ჯიჯი, ჯილობოჯი, ვეინო, ტურე, დო, ნიკოლიტა (ბესა 75), ვერეტო, გაკპე, ჯორდევიჩი (ბედოია 23).
მწვრთნელი: მიშელ დერ ზაკარიანი.
აიაჩო (3-4-1-2): ოჩოა, ენგბარი, ტონუჩი, დიელნა (პეროცო 17), მოსტეფა, ლასნე (კამარა 82), ანდრე, დიარა, ფატი, გონსალვესი (რემიტი 70), ტალო.
მწვრთნელი: კრისტიან ბრაკონი.
გოლები: 0:1 მოსტეფა (4), 1:1 გაკპე (8), 2:1 ჯორდევიჩი (77), 2:2 დიარა (90+3).
გაფრთხილებები: ფატი 44, გონსალვესი 61.
მსაჯი: სტეფან ლენუა.
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 19 (5)-10 (5), კუთხური: 3-2, თამაშგარე: 3-1, სეივი: 3-3, ჯარიმა: 21-23.
ტულუზა-რეიმსი 3:2 (0:2)
ტულუზა, “მუნისიპალი” 10401
ტულუზა (3-4-1-2): ბუშე, ვესკოვაცი, ძებინა, სპაიჩი, ორიე, შანტომი, დიდო (ტრეხო 72), სილა, აგილარი, ბენ ბაზა (ტრიშარი 83), ბენ იედერი
მწვრთნელი: ალენ კაზანოვა
რეიმსი (4-2-3-1): აგასა, მანდი, ტაკალფრედი, ვებერი, თურანი, დევო, ალბაეკი (კურტე 88), კრიშოვიაკი, ონიანჟი (შაბრონიე 75), ფორტე (ატარი 84), დე პრევილი
მწვრთნელი: უბერ ფურნიე
გოლები: 0:1 კრიშოვიაკი (22, პენ), 0:2 დე პრევილი (35, პენ), 1:2 ორიე (76), 2:2 ბენ ბაზა (80), 3:2 ბენ იედერი (88)
გაფრთხილებები: სილა 33, დიდო 66 - დე პრევილი 35
მსაჯი: სებასტიენ დეზიაჟი
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 16 (9)-14 (2), კუთხური: 5-1, თამაშგარე: 4-1, სეივი: 0-6, ჯარიმა: 10-14.
ვალანსიენი-რენი 2:1 (0:0)
ვალანსიენი, “ენო” 13409
ვალანსიენი (4-4-2): ნოვაესი, მატე, კაგელმახერი, სისი, ნერი, დოსევი (მელიკსონი 90+4), და სილვა, დუმბია, მასუაკუ, პუჟოლი, ვარისი
მწვრთნელი: არიელ იაკობსი
რენი (4-2-3-1): კოსტილი, დანზე, კანა-ბიიკი, არმანი, მბენგი, მაკუნი (ბაკაიოკო 77), კონდრასენი, გროსიცკი, კადირი (დუკურე 67), ალესანდრინი (პიტროიპა 80), ტოივონენი
მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე
გოლები: 0:1 ტოივონენი (48), 1:1 დოსევი (54), 2:1 ვარისი (76)
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: ვარისი 76
გაფრთხილებები: ნერი 58, მატე 90+3 - დანზე 50, მბენგი 61, ტოივონენი 85
მსაჯი: ვილფრიდ ბიენი
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 4 (4)-6 (6), კუთხური: 1-1, თამაშგარე: 1-2, სეივი: 5-2, ჯარიმა: 13-18.