სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

14:21 | 31.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკოს” 65-მილიონიანი შეთავაზება “შახტარს”

“მონაკოს” ხელმძღვანელობა შტაბი “შახტარის” ორი ფეხბურთელით დაინტერესდა და დონეცკურ კლუბთან უკვე მოლაპარაკების პროცესიც წამოიწყო. L’Equipe-ის ცნობით, საუბარია 23 წლის ნახევარმცველ დუგლას კოსტასა და 24 წლის ჰავბეკ ალექს ტეიშეირაზე.

მონაკოელები იმედოვნებენ, რომ ამ ორი ბრაზილიელი ლეგიონერის საკითხის მოგვარებას საფრანგეთის ჩემპიონატის დაწყებამდე მოასწრებენ. ტრანსფერების სანაცვლოდ კი, არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად 65 მილიონი ევროს გადასახდელად არიან მზად.

შეგახსენებთ, დუგლას კოსტა და ალექს ტეიშეირა უკრაინაში დატრიალებული პოლიტიკური მოვლენების გამო ერთხანს უარს აცხადებდნენ გუნდის რიგებში დაბრუნებაზე, მაგრამ შემდეგ პროტესტი შეწყვიტეს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.127084