როგორ ფრანგული L'Equipe იტყობინება, ბურკინა ფასოს ეროვნული ნაკრების და "ლორიენის" შემტევი ნახევარმცველი ალაინ ტრაორე არენდის წესით, 2014/15 წლების სეზონს "მონაკოში" გაატარებს.
25 წლის ტრაორე 2012 წელს "ლორიენს" "ოსერიდან" შეუერთდა. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში, ფრანგული კლუბის მაისურით შემტევმა ნახევარმცველმა 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.
გიორგი ბალახაძე