„პარი სენ ჟერმენს“ შანსი ჰქონდა „სოშოსთან“ გასამართი მატჩის წინა დღეს საფრანგეთის ჩემპიონი ოფიციალურად გამხდარიყო. ამისთვის საჭირო იყო, რომ „მონაკოს“ „აიაჩოსთან“ წაეგო, მაგრამ კლაუდიო რანიერის გუნდმა ბოლოადგილოსანი მეტოქე 4:1 გაანდგურა.
ლიგა ერთში პირველი დუბლი გაიფორმა დიმიტარ ბერბატოვმა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ბულგარელმა თავდამსხმელმა თავი 52-ე და 74-ე წუთებზე გამოიჩინა. მან ჯერ თავური დარტყმით იხეირა, შემდეგ კი - მეკარესთან პირისპირ გასვლით. მასპინძლებმა ერთი ბურთი მალევე გაქვითეს, მაგრამ თამაშის მიწურულს კონდოგბიასგან და ოკამპოსისგან გაუშვეს და შეიძლება ითქვას, რომ ისინი ბოლო ადგილს ვეღარ ასცდებიან.
„აიაჩო“ ლიგა ორში აქამდეც გავარდნილი იყო და თუ სასწაული არ მოხდა, იგივე ბედს გაიზიარებს „ვალანსიენი“, რომელმაც ერთ-ერთ კონკურენტ „გენგამთან“ წააგო.
ზედიზედ 3 ფრის შემდეგ კვლავ მოიგო „სენტ ეტიენმა“, რის წყალობითაც, „მწვანეებმა“ ევროპის ლიგისკენ კიდევ ერთ ნაბიჯი გადადგეს. კრისტოფ გალტიეს გუნდმა უქულოდ ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი „ევიანი“ დატოვა.
აიაჩო-მონაკო 1:4 (0:0)
აიაჩო, “ფრანსუა კოტი” 6622
აიაჩო (4-4-2): ოჩოა, ენგბარი, ტონუჩი, დიელნა, ბონარი (ლეკა 83), ლასნე, მოსტეფა, ფატი, ანდრე, ტალო, ოლიეში (კამარა 66).
მწვრთნელი: კრისტიან ბრაკონი.
მონაკო (4-1-3-2): სუბასიჩი, რაგი, აბიდალი, კარვალიო, ფაბინიო, ტულალანი, კონდოგბია, როდრიგესი (ოკამპოსი 88), მოუტინიო, რივიერი (დირარი 83), ბერბატოვი (ჟერმენი 90+1).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.
გოლები: 0:1 ბერბატოვი (52), 0:2 ბერბატოვი (74), 1:2 ტალო (75), 1:3 კონდოგბია (87), 1:4 ოკამპოსი (90+2).
გაფრთხილებები: დიელნა 34, ფატი 67, ტონუჩი 81 - აბიდალი 85.
მსაჯი: სედ ენჟიმი.
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 11 (4)-13 (6), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 3-5, სეივი: 2-3, ჯარიმა: 18-11.
ევიანი-სენტ ეტიენი 1:2 (0:2)
ევიანი, “პარკ დე სპორტსი”
ევიანი (4-2-3-1): ჰანსენი, მენსა, მონგონგუ, კამბონი, საბალი, ტიე ბი, სორლინი, სუგუ (ბარბოსა 52), ვასი, ბერიგო (ბენეზე 68), რუბენი (დე მელო 80).
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.
სენტ ეტიენი (4-3-3): რუფიე, ტრემულინა, პერინი, სალი (ზუმა 63), კლერკი, კონე (კოადე 69), კლემენი, ლემუანი, გრადელი, ერდინგი, ამუმა (ტაბანუ 84).
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.
გოლები: 0:1 კონე (7), 0:2 პერინი (15), 1:2 ვასი (54).
გაფრთხილებები: კამბონი 13, სუგუ 50, რუბენი 73, ბარბოსა 88.
გაძევება: საბალი 90+2, კამბონი 90+3.
მსაჯი: ნიკოლა რეინვილი.
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 8 (3)-17 (7), კუთხური: 3-4, თამაშგარე: 2-3, სეივი: 5-2, ჯარიმა: 11-4.
გენგამი-ვალანსიენი 1:0 (0:0)
გენგამი, “რუდურუ” 16712
გენგამი (4-4-2): სამასა, პერეირა, სანკოჰი, სორბონი, ლევეკი, ბოვუ, დიალო, სანკარე (მატისი 54), ლანგილი (ჟირესი 54), იატაბარე, მანდანი (ატიკი 82).
მწვრთნელი: ჟოსელინ გურვენეკი.
ვალანსიენი (4-3-3): ნოვაესი, ნერი, მეჯანი, კაგელმახერი, ლალა, დუმბია, ენზა იამისი, დუკურტიო (ბაებეკი 68), მელიკსონი, ვარისი, დოსევი (პუჟოლი 82).
მწვრთნელი: არიელ ჟაკობსი.
გოლი: 1:0 ბოვუ (62).
გაფრთხილება: პერეირა 46.
მსაჯი: რუდი ბუკე.
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 13 (5)-10 (3), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 3-0, სეივი: 3-4, ჯარიმა: 12-12.
მონპელიე-ტულუზა 2:1 (0:1)
მონპელიე, “ლა მოსონი” 14618
მონპელიე (4-1-3-2): პიონიე, დეპლანჟი, კონგრი, ილტონი (ელ კაუტარი 46), ტიენე, სტამბული, სანსონი (კამარა 64), კაბელა, მარტინი, ნიანგი, დეზა (აიტ ფანა 72).
მწვრთნელი: როლან კურბისი.
ტულუზა (4-2-3-1): ბუშე, ორიე, სპაიჩი, ვესკოვაცი, ტრეხო, შანტომი (რეგატინი 58), აკპა აკპრო, აგილარი, ნინკოვი (იაგო 73), ბენ იედერი, ბრეითუაითი.
მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.
გოლები: 0:1 ტრეხო (5), 1:1 აიტ ფანა (79), 2:1 კაბელა (83, პენ).
გაფრთხილებები: დეზა 71 - აკპა აკპრო 48, ვესკოვაცი 82.
მსაჯი: ტონი შაპრონი.
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 13 (6)-12 (4), კუთხური: 8-3, თამაშგარე: 0-0, სეივი: 3-4, ჯარიმა: 11-16.
ნიცა-რეიმსი 1:0 (0:0)
ნიცა, “ალიანს რივიერა” 20372
ნიცა (4-2-3-1): ოსპინა, პუელი, ბოდმე, ჟენევუა, კოლოძიეშაკი, მენდი, დიგარი, პიე (ბრუინსი 74), ეისერიკი (ბრულსი 88), ბოტეკი, სვიტანიჩი.
მწვრთნელი: კლოდ პუელი.
რეიმსი (4-3-3): აგასა, თურანი, ვებერი (ალბაეკი 44), კონტი, მანდი, ონიანჟი, კრიშოვიაკი, დევო (შაბრონიე 85), აიტე, დე პრევილი, ფორტე (დიეგო 71).
მწვრთნელი: უბერ ფურნიე.
გოლი: 1:0 ეისერიკი (51).
გაფრთხილებები: ბოდმე 59 - თურანი 45+3.
მსაჯი: ვილფრიდ ბიენი.
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 14 (5)-10 (2), კუთხური: 4-4, თამაშგარე: 3-2, სეივი: 2-4, ჯარიმა: 8-17.
რენი-ლორიანი 1:1 (0:1)
რენი, “რუტ დე ლორიანი” 23069
რენი (4-3-3): კოსტილი, პაჟო, ბოიე, არმანი, მორეირა, დუკურე, კონდრასენი, მაკუნი (კადირი 67), გროსიცკი (ნ’ტეპი 59), ტოივონენი, ალესანდრინი.
მწვრთნელი: ფილიპ მონტანიე.
ლორიანი (4-2-3-1): ოდარი, გერეირო, ლოტოა, ეკუელ მანგა, გასამა, კუტადო (დუკურე 53), ბურილონი, მონე-პაკე, ტრაორე (აბუბაკარი 69), სუნუ, ალიადიერი.
მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი.
გოლები: 0:1 ტრაორე (17), 1:1 ნ’ტეპი (74).
გაფრთხილებები: არმანი 56, მაკუნი 57 - ლოტოა 86.
მსაჯი: ბართოლომო ვარელა.
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 10 (3)-15 (3), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 4-3, სეივი: 2-2, ჯარიმა: 15-12.