საფრანგეთის ლიგა ერთში კვირას გამართული სამივე მატჩი ერთი და იგივე ანგარიშით დასრულდა. სამივე გამარჯვებულმა გუნდმა მეტოქეს ერთი ერთი გოლი აკმარა.
27 ოქტომბრის შემდეგ პირველად მოიგო „მონაკომ“. კლაუდიო რანიერის გუნდს სტუმრად ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში მოგება არ ჰქონდა და ეს წარუმატებელი სერია „ნანტთან“ შეწყდა. ცხრილის ზედა ნაწილში მყოფ გუნდთან გამართულ მატჩში 3 ქულა „მონაკომ“ ობადის ზუსტი დარტყმით მოიპოვა. მიმდინარეობდა 71-ე წუთი, როდესაც 30 წლის ნახვარმცველმა დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და წინგამოსულ მეკარეს ბურთის მოგერიების შანსი არ დაუტოვა.
ზედიზედ მე-9 მშრალი თამაში ჩაატარა „ლილმა“. დღის პირველ მატჩში, რენე ჟირარის შეგირდებმა „ტულუზას“ უმასპინძლეს და მინიმალური სხვაობით მოიგეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე გავიდა, როდესაც მასპინძელთა მარცხენა მცველმა, პაპე სუარემ საპირისპირო ფლანგიდან ბალმონის ჩაწოდებას ზუსტი თავური მოაყოლა.
ლილი-ტულუზა 1:0 (0:0)
ვილანოვ დ’ასკი, “გრანდ სტად ლილ მეტროპოლი” 38433
ლილი (4-1-2-3): ენიეამა, ბერია, კიაერი, ბაზა, სუარე, მავუბა, ბალმონი, გუეიე, კალუ (ტულიო 86), როდელინი (მეიტე 81), რუისი (ორიჟი 38).
მწვრთნელი: რენე ჟირარი.
ტულუზა (3-4-3): აჰამადა, ორიე, ძებინა, იაგო (რეგატინი 85), ნინკოვი, შანტომი, ტრეხო, სილა, ბენ იედერი (დიდო 59), აგილარი, ბრეითუაითი (ბენ ბაზატი 81).
მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.
გოლი: 1:0 სუარე (84).
გაფრთხილებები: მავუბა 34 - იაგო 31, ტრეხო 47, შანტომი 58, ორიე 75.
გაძევება: ტრეხო 56.
მსაჯი: ფილიპ კალტი.
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 15 (1)-5 (3), კუთხური: 9-4, თამაშგარე: 1-2, სეივი: 3-0, ჯარიმა: 14-20.
ნიცა-სენტ ეტიენი 0:1 (0:1)
ნიცა, “ალიანს რივიერა”
ნიცა (4-2-3-1): ვერონეზე, პუელი, ჟენევუა, პეიჩინოციჩი, კოლოძიეშაკი, აბრიელი, დიგარი, პიე (ამავი 74), ბრულსი, ბრუინსი (ეისერიჩი 46), ბოზეტი (ონორა 69).
მწვრთნელი: კლოდ პუელი.
სენტ ეტიენი (4-2-3-1): რუფიე, კლერკი, სალი, პერინი, გულამი, ლემუანი (კლემენი 63), კონე (კოადე 70), ამუმა, დიომანდი, ტაბანუ (ბრიზონი 82), ერდინგი.
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.
გოლი: 0:1 ერდინგი (23).
გაფრთხილებები: პუელი 50 - ლემუანი 50.
მსაჯი: კლემენ ტურპინი.
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 12 (2)-9 (5), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 4-3, სეივი: 4-2, ჯარიმა: 6-17.
ნანტი-მონაკო 0:1 (0:0)
ნანტი, “ლუი ფონტენო”
ნანტი (4-2-3-1): რიუ, სისოკო, ვისკარონდო, სიჩერო, ვეინო, ტურე, დო (ტრებელი 88), გაკპე, ვერეტო (არისტეგიეტა 75), ბესატი (ბედოია 66), ჯორდევიჩი.
მწვრთნელი: მიშელ დერ ზაკარიანი.
მონაკო (4-2-3-1): სუბასიჩი, რაგი (ტისერანდი 86), კარვალიო, აბიდალი, კურზავა, ობადი, ტულალანი, როდრიგესი, მოუტინიო, რივიერი, ფალკაო (მარტიალი 63).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.
გოლი: 0:1 ობადი (71).
გაფრთხილებები: სიჩერო 45, დო 78, ვისკარონდო 90+1 - ტულალანი 39, სუბასიჩი 90+2.
მსაჯი: ტონი შაპრონი.
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 10 (2)-12 (5), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 3-4, სეივი: 4-2, ჯარიმა: 16-9.