კატალონიის “ბარსელონას” ტრავმირებული მეკარე ვიქტორ ვალდესი მომდევნო სეზონიდან “მონაკოს” ღირსებას დაიცავს. ფრანგული მედიის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.
მოგეხსენებათ, 32 წლის ესპანელს კატალონიელებთან კონტრაქტი ივნისში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ამგვარად, “მონაკო” ვალდესის ხელში ჩაგდებას უსასყიდლოდ შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ვიგოს “სელტასთან” მარტში გამართულ შეხვედრაში, ვალდესმა ჯვარედინი მყესები დაიზიანა და ფეხბურთს დაახლოებით 6 თვით დაემშვიდობა.