საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციეს სააპელაციო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საფრანგეთის პროფესიული ლიგის გადაწყვეტილება გაეუქმებინა და ლიგა 1-ში აღზევებული “მონაკოსთვის” ჩამორთმეული 2 ქულა დაებრუნებინა.
ქულების ჩამორთმევის მიზეზი მონაკოელთა გულშემატკივრების საქციელი გახდა. ჯერ კიდევ გასული სეზონის მიწურულს, მეორე ლიგის ბოლოსწინა ტურში “ლე მანთან” 2:1 მოგებული შეხვედრის შემდეგ, ისინი მოედანზე შეიჭრნენ და მთავარ მსაჯს შეუტიეს.
კლუბის ხელმძღვანელობა სასჯელს არ დაეთანხმა და ის გაასაჩივრა, რამაც საბოლოო ჯამში შედეგი გამოიღო. მიუხედავად ამისა, Lequipe-ს ინფორმაციით, სასჯელის მეორე პუნქტი ძალაში დარჩა და “მონაკო” ერთ საშინაო შეხვედრას გულშემატკივრების გარეშე, ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შეცდომით გაქვთ ნათარგმნი. ნათქვამი იყო რო შკრტელი წასვლას აპირებდა სეზონის დაწყებამდეე
ხუმრობაა
ეშმაკობ შენ აშკარად! რაო, ხელფასის მომატება მოგინდა?
არ გაუშვებენ არა გოლების გატანა დაიწყო ჯიგარმა ამ ბოლო დროს
და სად მიდის
გიყიდის არსენალი მერე