ფეხბურთი

16:19 | 10.06.2013 | ნანახია NaN - ჯერ

“მონაკო” რონალდუს 23 მილიონს სთავაზობს

მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ “მონაკოსგან” ერთობ მომხიბვლელი წინადადება მიიღო – SoyMadridista-ს ცნობით, საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებული კლუბი 28 წლის პორტუგალიელს წლიური ხელფასის სახით 23 მილიონ ევროს სთავაზობს.

ამგვარად, თუკი რონალდუ “მონაკოს” დათანხმდება, მისი ჯამაგირი თითქმის 2-ჯერ გაიზრდება და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელიც გახდება. გარდა ამისა, პორტუგალიელი თავის იმიჯს 100%-ით თვითონ გააკონტროლებს. აქვე გეტყვით, რომ “რეალში”, რონალდუ საიმიჯო უფლებების მხოლოდ 60%-ს ფლობს.

თავის მხრივ, “სამეფო კლუბი” თავდამსხმელს კონტრაქტის 2018 წლამდე გახანგრძლივებას სთავაზობს და ხელფასის სახით 14 მილიონ ევროს ჰპირდება.

 


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:09 | 09.12.2020
davidinho (1027)

სამწუხაროა

16:06 | 09.12.2020
Kobe Bean (21670)

კაი კაცი იყო აცხოვნოს ღმერთმა.ყველაზე მეტად ამის ხელში მომწონდა არგენტინის ნაკრების თამაში.ფაქტია მესის ეპოქაში ყველაზე დალაგებული გუნდი ამას ყავდა რომელიც სტაბილურად მაღალ დონეს დებდა და მაგრად არ გაუმართლა 2014-ში მსოფლიო რომ ვერ მოიგო.პენალტიც არ მიცეს ფინალში სამ რეალურ განიავებულ მომენტს რომ შევეშვათ.მართლა რაღაცნაირი საწყალი თვალებით იყურებოდა სულ

13:45 | 09.12.2020
O. Mertskhali (8101)

((
ამ კაცს ისეთი გამოხედვა ჰქონდა, თითქოს სულ სიკვდილს უყურებდა თვალებში..

0.071828