საფრანგეთის ლიგა ერთის 22-ე ტურში „მარსელთან“ მოგება „მონაკოსთვის“ ზედიზედ მეორე გამოდგა, რის შედეგადაც, კლაუდიო რანიერის გუნდმა ლიდერ პსჟ-სთან ქულათა სხვაობა სამამდე შეამცირა.
რადამელ ფალკაოს გარეშე დარჩენილმა „მონაკომ“ მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანა. პირველი ტაიმის მიწურულს, თავი ჟერმენმა გამოიჩინა, რომელმაც ერთი მეტოქე ლამაზად მოატყუა და მეკარესთან პირისპირ გასვლით ისარგებლა. 57-ე წუთზე, კონდოგბიას გადაცემის შემდეგ კარის წინ მარტოდმარტო დარჩენილმა რივიერმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ზედიზედ მე-3 თამაშის მოგებით ევროპის ლიგის ზონასთან ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა „ლიონმა“, რომელმაც უმაღლესში დარჩენისთვის მებრძოლ „ევიანს“ 3 უპასუხო ბურთი გაუტანა.
„ლიონმა“ მე-4 ადგილზე მყოფ „სენტ ეტიენთან“ ჩამორჩენა იმის ხარჯზე შეამცირა, რომ ამ უკანასკნელმა 5-მატჩიანი წაუგებელი სერია „ბორდოსთან“ შეწყვიტა. „მწვანეებს“ უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში გოლიც არ გაეშვათ, მაგრამ ბორდომ მეტოქის კარის აღება 2-ჯერ მოახერხა და წელს პირველად მოიგო.
ლიონი-ევიანი 3:0 (2:0)
ლიონი, “ჟერლანი” 34929
ლიონი (4-1-2-3): ლოპესი, ზეფანი, ბისევაცი, უმტიტი, ბედიმო, გონალონი, ფოფანა, გრენიე, გურკუფი (მვუემბა 54), ლაკაზეტი (ფეკირი 79), გომისი (ბრიანი 69).
მწვრთნელი: რემი გარდი.
ევიანი (4-4-2): ლაკე, ჯეჯე, მენსა, ანგულა, საბალი (ბაბროსა 63), ვასი, კონე (კამბონი 46), სორლინი, ბენეზე, ბერიგო (მონგონგუ 45+1), ნ’სიკულუ.
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.
გოლები: 1;0 გომისი (19), 2:0 ლაკაზეტი (43), 3:0 ლაკაზეტი (76).
გაფრთხილება: მენსა 40.
გაძევება: მენსა 40.
მსაჯი: ტონი შაპრონი.
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 12 (5)-9 (1), კუთხური: 3-2, თამაშგარე: 4-1, სეივი: 1-2, ჯარიმა: 15-9.
ბორდო-სენტ ეტიენი 2:0 (1:0)
ბორდო, “შაბან დელმა” 19824
ბორდო (4-1-2-3): კარასო, მარიანო, ენრიკე, სანე, ორბანი, ნ’გემო, სერტიჩი, ტრაორე (ბადინი 83), როლანი (ბიოგო 75), სევე, მორის-ბელე (ბრეშე 90+1)
მწვრთნელი: ფრანსის ჟილო
სენტ ეტიენი (4-2-3-1): რუფიე, კლერკი, სალი, პერინი, ბრიზონი, კლემენი (ერდინგი 56), კოადე, ლემუანი, ამუმა (მოლო 66), ტაბანუ (კონე 80), ბრანდაო
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე
გოლები: 1:0 ტრაორე (40), 2:0 ენრიკე (51)
გაფრთხილებები: კოადე 67, კლერკი 79, კონე 82, ბრიზონი 89
მსაჯი: ნიკოლა რეინვილი
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 6 (4)-6 (3), კუთხური: 7-7, თამაშგარე: 2-4, სეივი: 3-2, ჯარიმა: 12-18.
მონაკო-მარსელი 2:0 (1:0)
მონაკო, “ლუი II”
მონაკო (4-4-2): სუბასიჩი, რაგი, კარვალიო, აბიდალი, კურზავა (ფაბინიო 70), როდრიგესი, მოუტინიო, ტულალანი, კონდოგბია (ობადი 70), ჟერმენი (ოკამპოსი 75), რივიერი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, აბდალა, დიავარა, მენდი, მენდესი, შეირუ (იმბულა 46), ლემინა (კალიფა 74), ვალბუენა, რომაო, ტოვინი (პაიე 62), ჟინიაკი.
მწვრთნელი: ჟოზე ანიგო.
გოლები: 1:0 ჟერმენი (41), 2:0 რივიერი (57).
გაფრთხილებები: აბიდალი 66 - ლემინა 59, ჟინიაკი 73.
მსაჯი: კლემენ ტურპინი.
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 17 (8)-12 (5), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 0-5, სეივი: 5-6, ჯარიმა: 16-12.