„მონაკოსა“ და პსჟ-ს შორის გამართული ზედიზედ მე-3 თამაში ფრედ დასრულდა და ამჯერადაც 1:1. პირველ წრეში ქულების პარიზში გაყოფის შემდეგ, გუნდებმა ერთმანეთს თითო გოლი მონაკოში გამართულ დაპირისპირებაში გაუტანეს.
სტუმართა უპირატესობით წარმართულ შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა, როდესაც ხავიერ პასტორემ ახლო მანძილიდან თავით ზუსტად დაარტყა. მასპინძლებმა 74-ე წუთზე გაათანაბრეს. მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს ფაბინიომ საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო ტიაგო სილვამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
ერთმატჩიანი ჩავარდნის შემდეგ, კვლავ მოიგო „ლიონმა“, რომელმაც ცუდ ფორმაში მყოფ „ნანტს“ მისსავე მოედანზე სძლია. სტუმრები ლაკაზეტისა და გომისის გოლებით დაწინაურდნენ, ხოლო ჯორდევიჩის ზუსტმა დარტყმამ „ლიონს“ 3 ქულის აღებაში ხელი ვერ შეუშალა.
ნანტი-ლიონი 1:2 (0:1)
ნანტი, “ბოსეჟუარი” 35450
ნანტი (4-2-3-1): რიუ, სისოკო, ვისკარონდო, ჯილობოჯი, ვეინო, დო (გომისი 73), ტურე, გაკპე, ვერეტო (შეხტერი 69), ბესა (ოდელი 61), ჯორდევიჩი.
მწვრთნელი: მიშელ დერ ზაკარიანი.
ლიონი (4-1-3-2): ლოპესი, ზეფანი, ბისევაცი (კონე 46), უმტიტი, ბედიმო, გონალონი, ფოფანა, გურკუფი (ფერი 60), გრენიე, ლაკაზეტი (ბრიანი 81), გომისი.
მწვრთნელი: რემი გარდი.
გოლები: 0:1 ლაკაზეტი (40), 0:2 გომისი (77, პენ), 1:2 ჯორდევიჩი (84).
გაფრთხილებები: რიუ 74, ჯორდევიჩი 85, ოდელი 89 - გრენიე 67.
მსაჯი: ნიკოლა რეინვილი.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 8 (3)-10 (5), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-2, ჯარიმა: 11-13.
მონაკო-პსჟ 1:1 (0:1)
მონაკო, “ლუი II” 16384
მონაკო (4-1-3-2): სუბასიჩი, ფაბინიო, კარვალიო, აბიდალი, კურზავა, ტულალანი, როდრიგესი (ფერეირა 85), მოუტინიო, ოკამპოსი (კონდოგბია 46), რივიერი, ჟერმენი (ბერბატოვი 64).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.
პსჟ (4-1-3-2): სირიგუ, ვან დერ ვილი, ალექსი, სილვა, მაქსველი, მოტა, მატუიდი, ვერატი (კაბაიე 65), ლუკასი (ლავესი 81), იბრაჰიმოვიჩი, პასტორე (მენეზი 66).
მწვრთნელი: ლორან ბლანი.
გოლები: 0:1 პასტორე (8), 1:1 სილვა (74, ს.კ.).
გაფრთხილებები: კარვალიო 36, როდრიგესი 38 - ვერატი 40.
მსაჯი: სტეფან ლენუა.
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 16 (3)-11 (6), კუთხური: 9-8, თამაშგარე: 1-2, სეივი: 5-2, ჯარიმა: 16-14.
ბორდო ლორიანი (გადაიდო)