ფეხბურთი

17:25 | 19.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” მინიმუმ 3 ფეხბურთელს დაიმატებს

ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მონაკო”, მიმდინარე თვის ბოლომდე, მინიმუმ 3 ფეხბურთელს დაიმატებს.

როგორც ცნობილია, “მონაკოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ლეონარდუ ჟარდიმი არსებული შემადგენლობით უკმაყოფილოა და ახალი ფეხბურთელების შეძენას ითხოვს. Nice Matin-ის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობამ დათმობაზე წასვლა გადაწყვიტა და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “მონაკოში” მინიმუმ 3 ფეხბურთელი გადავა. ივარაუდება, რომ ერთი მათგანი აუცილებლად იქნება ცენტრალური მცველი. ჟარდიმი ასევე ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერებას ითხოვს.

თეგებიმონაკო
0.115221