ფეხბურთი

18:25 | 30.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“მონაკო” მარკიზიოში 25 მილიონს ჩადის

 

საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში გადაბარგებული “მონაკო” მორიგი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. L’Equipe-ს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელთა მიზანი ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის – კლაუდიო მარკიზიოს გადაბირებაა.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ფრანგები 27 წლის იტალიელში 25 მილიონ ევროს იხდიან. საფრანგეთის ჩემპიონატში გადაბარგების შემთხვევაში, მარკიზიოს წლიური ანაზღაურება 6 მილიონი ევრო იქნება.

ცნობისათვის, მარკიზიოს გადაბირება “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურს.

0.135403