ჩოგბურთი

13:03 | 30.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

მონაკო მაჯამ დააღალატა

არგენტინელი ჩოგბურთელი ხუან მონაკო, რომელიც “როლან გაროსის” პირველ რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ სლოვენიელ გრეგ ზემლიასთან 6:7, 6:3, 5:7, 3:6 დამარცხდა, სავარაუდოდ, მაჯის ოპერაციას გაიკეთებს.
მსოფლიოს 25-ე ჩოგანს ტრავმა საფრანგეთის ღია პირველობის დაწყებამდეც აწუხებდა, თუმცა, დიდი სლემის ტურნირის გამოტოვება ვერ გადაწყვიტა.
“ექიმებმა ჯერ კიდევ მონტე-კარლოს ტურნირზე არწასვლა მირჩიეს. თავად კი, ეს წელი მეტად მნიშვნელოვნად მიმაჩნია და სათიხნარო სეზონის ჩაგდება ნამდვილად არ მსურდა. ძალიან დასანანია, რომ ტრავმამ პარიზულ კორტებზე სათანადოდ გარჯის საშუალება არ მომცა. კენჭისყრის დროს გამიმართლა და შორს წასვლაც შემეძლო”, - აღნიშნა მონაკომ Tennis.com-თან საუბარში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.081083