საფრანგეთის ლიგა ერთში მოთამაშე “მონაკოს” მთავარ მწვრთნელად 39 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ლეონარდუ ჟარდიმი დაინიშნა.
გასული სეზონის დასრულების შემდეგ, “მონაკომ” იტალიელი კლაუდიო რანიერი თანამდებობიდან გაათავისუფლა. დღეს, “თეთრ-წითლების” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც, კლუბმა ლეონარდუ ჟარდიმთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლეონარდუ ჟარდიმმა სამწვრთნელო კარიერა 2003 წელს, 29 წლის ასაკში დაიწყო. გასულ სეზონში ის “სპორტინგს” წვრთნიდა, რომელიც პორტუგალიის ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გავიდა.