საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე “მონაკო” თავდამსხმელის ძებნას განაგრძობს. კლაუდიო რანიერის გუნდის მორიგი სამიზნე “ინტერის” ახალგაზრდა შემტევი მაურო იკარდია.
21 წლის თავდამსხმელი “ინტერში” პირველ სეზონს ატარებს. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 18 თამაშში იკარდიმ 6 გოლი გაიტანა და “მონაკოს” ყურადღება მიიპყრო.
ცნობილია, რომ “მონაკოს” კიდევ ერთი სამიზნე დიეგო კოსტას შეძენაა. თუ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა საფრანგეთის ჩემპიონატს მიაშურა, მაშინ იკარდისთვის უკვე “ატლეტიკო” იბრძოლებს.