კატალონიის “ბარსელონას” კარის დარაჯმა ვიქტორ ვალდესმა სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომევნო სეზონსაც “კამპ ნოუზე” გაატარებს. Barcastuff-ის ცნობით, მეკარე “ბლაუგრანაში” 2014 წლის ზაფხულამდე დარჩება და ამის შემდეგ, კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეიცვლის.
“ჩემი “ბარსელონური” კარიერა 2014 წელს დასრულდება. ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელებს უკვე ვესაუბრე. საქმე ფულზე არაა. მეამაყება, რომ “ბარსას” ჩემთვის კონტრაქტის გახანგრძლივება სურდა, მაგრამ მე ჩემი გადაწყვეტილება უკვე მივიღე. ვფიქრობ, კატალონიელებს ჩემი შემცვლელის მოსაძებნად საკმარისი დრო ექნებათ”, - განაცხადა ვალდესმა.
შეგახსენებთ, რომ ვალდესი საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში აღზევებულ “მონაკოში” გადასვლასთან იყო ახლოს.