ფეხბურთი

2:32 | 4.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

„მონაკო“ ფალკაოს გარეშე იგებს

„მონაკომ“ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩი კოლუმბიელი ვარსკვლავის, რადამელ ფალკაოს გარეშე ჩაატარა, მაგრამ კლაუდიო რანიერის გუნდს 3 ქულის აღება მაინც არ გასჭირვებია. ეს გასაკვირი არცაა, რადგან „თეთრ-წითლები“ ძალიან ცუდ ფორმაში მყოფ „ნიცას“ სტუმრობდნენ.

„ნიცა“ „მონაკოს“ წაგებათა 5-მატჩიანი სერიით დაუხვდა და პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრები უკვე 2:0 იგებდნენ. თავი როდრიგესმა და რივიერმა გამოიჩინეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მე-2 გოლი. მარტიალის ფლანგური გადაცემის შემდეგ, რივიერმა მასპინძელთა კარი ეფექტური თავურით აიღო. შეხვედრას წერტილი შეცვლაზე შესულმა ოკამპოსმა დაუსვა, რომელმაც ბოდმეს ბურთი მისსავე საჯარიმოში აართვა და მეკარესთან პირისპირ გასულმა იხეირა.

„მონაკოს“ მე-2 ადგილზე გადასვლის საშუალება არ მისცა „ლილმა“, რომელმაც გოლი ზედიზედ მე-11 თამაშში არ გაუშვა. რემი გარდის გუნდმა „მარსელს“ უმასპინძლა და ბოლო 3 თამაშის მომგები მეტოქე უქულოდ დატოვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-2 დამატებულ წუთზე გავიდა და მისი ავტორი „ლილის“ საუკეთესო ბომბარიდირი ნოლან რუ გახდა, რომელმაც სამქულიანი დარტყმა თავით განახორციელა.

 

ლილი-მარსელი 1:0 (0:0)

ვილანოვ დ’ასკი, “პიერ მორუა” 46089

ლილი (4-1-3-2): ენიეამა, სიდიბე, კიაერი, ბაზა, სუარე, მავუბა, ბალმონი, როდელინი (მარტინი 62), გუეიე, კალუ (ორიჟი 82), რუ (ტულიო 90+4).

მწვრთნელი: რემი გარდი.

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, აბდალა, ნ’კულუ, დიავარა, მორელი, რომაო, შეირუ, ტოვინი (ჯ. აიუ 90+1), ვალბუენა (იმბულა 73), პაიე (კალიფა 78), ჟინიაკი.

მწვრთნელი: ელი ბოპი.

გოლი: 1:0 რუ (90+2).

მსაჯი: ლორან დუამელი.

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 12 (4)-12 (5), კუთხური: 9-4, თამაშგარე: 10-2, სეივი: 5-3, ჯარიმა: 18-17.

 

ნანტი-ვალანსიენი 2:1 (0:0)

ნანტი, “ლუი ფონტენო” 20638

ნანტი (4-2-3-1): რიუ, სისოკო (ვეინო 89), ვისკარონდო, ჯილობოჯი, ალჰადური, დო, ვერეტო (არისტიგიეტა 78), ნიკოლიტა (ბესა 56), ბედოია, გაკპე, ჯორდევიჩი.

მწვრთნელი: მიშელ დერ ზაკარიანი.

ვალანსიენი (4-2-3-1): პენეტო, ნერი, ანგუა, კაგელმახერი, მასუაკუ, საესი (დუკურტიო 64), დუმბია, და სილვა, მელიკსონი (დოსევი 86), სისი (მასამპუ 90+1), ბაებეკი.

მწვრთნელი: არიელ იაკობსი.

გოლები: 0:1 საესი (52), 1:1 ბედოია (59), 2:1 არისტიგიეტა (89).

გაფრთხილებ: ნიკოლიტა 34.

გაძევება: ჯორდევიჩი 72.

მსაჯი: რუდი ბუკე.

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 11 (6)-10 (3), კუთხური: 6-4, თამაშგარე: 5-1, სეივი: 2-4, ჯარიმა: 9-10.

 

ნიცა-მონაკო 0:3 (0:2)

ნიცა, “ალიანს რივიერა

ნიცა (4-3-3): ვერონეზე, ჟენევუა, გომისი, ბოდმე, კოლოძიეშაკი, აბრიელი (ონორო 46), დიგარი, მენდი, ეისერიჩი (ამავი 59), სვიტანიჩი, ბრულსი.

მწვრთნელი: კლოდ პუელი.

მონაკო (4-4-2): სუბასიჩი, რაგი, კარვალიო, აბიდალი, კურზავა, როდრიგესი (კონდოგბია 80), ობადი, ტულალანი, მოუტინიო, მარტიალი (ოკამპოსი 68), რივიერი (ჟერმენი 75).

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.

გოლები: 0:1 როდრიგესი (5), 0:2 რივიერი (23), 0:3 ოკამპოსი (89).

გაფრთხილებ: გომისი 45.

მსაჯი: სტეფან ლენუა.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 4 (2)-14 (5), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 3-4, სეივი: 2-2, ჯარიმა: 19-15.

0.138386