საფრანგეთის ლიგა ერთში მოთამაშე “მონაკო” “იუვენტუსის” ცენტრალური მცველის, ლეონარდო ბონუჩის შეძენითაა დაინტერესებული.
“მონაკო” ჩემპიონთა ლიგისთვის გუნდის გაძლიერებას გეგმავს. საფრანგეთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორის ინტერესთა სფეროში 27 წლის იტალიელი უკანახაზელიც მოხვდა. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “მონაკოში” დარმწუნებულნი არიან, რომ ისინი ბონუჩის შეძენას მოახერხებენ.
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუვენტუსს” ბონუჩის შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს. ტურინელები “ინტერის” ცენტრალური მცველის, ანდრეა რანოკიას დამატებას შეეცდებიან.