კალათბურთი

19:57 | 6.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოლოდინაშვილი დაბრუნდა

 

თხუთმეტწლიანი პაუზის შემდეგ, ეროვნული კატეგორიის მსაჯი გია (გიორგი) მოლოდინაშვილი საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ჩემპიონატს დაუბრუნდა. მან სუპერლიგის მესამე ტურში დინამო”-“ბათუმი-რსუ”-ს მატჩი იმსაჯა.

მოლოდინაშვილი კალთბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს უთუოდ ემახსოვრებათ. გიამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მსაჯობა 1997-98 წლებში, “დინამოს” კალათბურთელებთან კონფლიქტის შემდეგ შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს იგი “დინამოს” მონაწილეობით დაგეგმილ შეხვედრაში დაუბრუნდა.

“მსოფლიო სპორტთან” საუბრისას მოლოდინაშვილმა განაცხადა: “ათი წელია რუსეთში ვცხოვრობ. მყავს მეუღლე და ორი ვაჟი. რუსეთის სუპერლიგაში ჩატარებული მაქვს 1400 შეხვედრა. ვარ რუსეთის პირველი კატეგორიის მსაჯი. გადავწყვიტე ჩემი გამოცდილება ქართულ კალათბურთს მოვახმარო”.

0.117933