ფეხბურთი

21:13 | 30.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოლინარო სამშობლოში დაბრუნდა

30 წლის მცველმა კრისტიანო მოლინარომ გერმანული “შტუტგარტი” დატოვა და კარიერას სამშობლოში გააგრძელებს.

ფეხბურთელმა იტალიურ “პარმასთან” კონტრაქტი გააფორმა და ახალ კლუბში 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მოლინარომ “შტუტგარტში” 4 წელი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 93 მატჩი ითამაშა.

ასევე, კარიერაში მას იტალიური კლუბების “სალერნიტანას”, “სიენასა” და “იუვენტუსის” ღირსება დაუცავს. 2010 წლის განმავლობაში კი იტალიის ნაკრებშიც 6-ჯერ უთამაშია.

 

 

 

0.124021