ფოთში გამართულ შეხვედრას მეტოქე გუნდებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძლებს ბოლოს და ბოლოს პირველი გამარჯვების მოპოვება სურდათ. რაც შეეხება ბოლნისელებს, მათ სატურნირო ცხრილში არცთუ სახარბიელო პოზიცია უკავიათ და ყოველი წაფორხილების შემდეგ უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საშიშროება ემუქრებათ.
მატჩის დღეს ზღვისპირეთში გადაუღებლად წვიმდა. უხვად მოსულმა ნალექმა მოედანი ერთიანად დაალბო და დატბორა. მართალია, მინდვრის საფარი ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ როგორც ჩანს სადრენაჟე სისტემა არ უვარგა. მოედანზე წარმოქმნილ გუბურებზე ფეხბურთელებს მოძრაობა უძნელდებოდათ და ბურთიც ხშირად ჩერდებოდა. ასეთ გაზონზე კომბინაციური თამაში შეუძლებელი იყო, ამიტომ სახიფათო მომენტები ძირითადად სტანდარტული სიტუაციის გათამაშების შემდეგ იქმნებოდა.
მე-20 წუთზე ბოლნისელები საკუთარი საჯარიმოს წინა ხაზთან დაჯარიმდნენ. სტანდარტულის შესრულება ფარულავამ ითავა. მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი ცოცხალ კედელში მდგომ ერთ-ერთ ფეხბურთელს შეეხო, მიმართულება იცვალა და ბობღიაშვილი უშანსოდ დატოვა – 1:0.
სტუმართა გამთანაბრებელი გოლიც სტანდარტული სიტუაციიდან გავიდა. 33-ე წუთზე ბოლნისელებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, რის შედეგადაც ლექვთაძე მარჯვენა ფრთაზე გაიჭრა და საჯარიმოში ჩაწოდება განახორციელა. სიონელ ფეხბურთელთან მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში ჩადუნელმა ხელით ითამაშა და შეხვედრის არბიტრმა უყოყმანოდ თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი გოლად მიკუჩაძემ გარდასახა. მისი ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა – 1:1.
თითქმის მაშინვე მასპინძლებს კვლავ დაწინაურება შეეძლოთ. ბოლნისელთა კარის სიახლოვეს დანიშნული საჯარიმო როსინმა კარგად შეასრულა. ბრაზილიელი ლეგიონერის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი კარის მარცხენა ძელს გაეხახუნა და მოედანი დატოვა.
საპასუხო ჩხვლეტა ბოლნისელებმა 5 წუთის შემდეგ განახორციელეს. რამდენიმესვლიანი კომბინაციის შემდეგ თანაგუნდელებმა ახალაია ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანეს, მაგრამ მისი ძლიერად დარტყმული ბურთი ხარშილაძემ აკრობატულ ნახტომში კუთხურზე მოიგერია. გატანის ყველაზე რეალური შანსი სტუმრებს 42-ე წუთზე მიეცათ. ბოლნისელებმა სანიმუშო სამსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს. ჰაიდუჩეკმა გამოზომილი პასით შეტევაში უგრეხელიძე ჩართო, რომელიც ფლანგზე გაიჭრა და საჯარიმოში შევარდნილ ახალაიასაკენ გამჭოლი გადაცემა გააკეთა. მართალია სტუმართა ფორვარდმა მცველებს დაასწრო, მაგრამ მეკარის ბაქნიდან მისი დარტყმული ოდნავ უზუსტო გამოდგა.
ტაიმის უკანასკნელ წუთზე თავის გამოჩენის შანსი ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ბუხაიძესაც ჰქონდა, თუმცა მან ბურთის დამუშავებას და კარში დარტყმას იმდენი დრო მოანდომა, რომ მცველებმა სიტუაცია განმუხტეს.
მეორე ტაიმიც გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. 47-ე წუთზე მიკუჩაძის გამიზნული გადაცემის შემდეგ უგრეხელიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტი დარტყმაც შეასრულა, მაგრამ ხარშილაძეც სანაქებოდ გაისარჯა. მან კარი დროულად დატოვა, დარტყმის კუთხე გამოიცნო და თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა.
10 წუთში თავის გამოჩენის შანსი როსინისაც მიეცა. კუთხურიდან მოწოდების შემდეგ მან მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში ბობღიაშვილს აჯობა და თავით ბურთი სტუმართა კარისკენ გადაგზავნა, თუმცა დარტყმა ოდნავ უზუსტო გამოუვიდა.
ამის შემდეგ დაძაბულობამ მოედანზე კიდევ უფრო იმატა. საყაიმო შედეგი ხელს არცერთ გუნდს აძლევდა. მეტოქე გუნდების დამრიგებლებმა შეცვლებს მიმართეს, ხოლო ფეხბურთელებმა კიდევ უფრო მონდომეს. ისინი მოედნის ყოველი მტკაველისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ, თუმცა ამით სანახაობითი მხარე დაზარალდა და შეხვედრის ბოლო წუთებამდე სახიფათო მომენტი თითქმის აღარ შექმნილა.
აშკარად ჩანდა, რომ გამარჯვებას ის გუნდი მიაღწევდა, რომელიც პირველი გაიტანდა. მართლაც ყველაფერი ასე მოხდა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გაიმარჯა იმან, რომელმაც უფრო მოინდომა და ამას მეტოქეზე მეტად იმსახურებდა.
მატჩის უკანასკნელი წუთები მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. 84-ე წუთზე გოგონაიამ მთელი მოედანი გადასერა და საჯარიმოს მიახლოებულმა ყუმბარისებურად გაისროლა. ბობღიაშვილი ნახტომში მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია. თითქმის მაშინვე ზღვისპირელებმა გამარჯვების გოლიც გაიტანეს. მარჯვენა ფრთიდან როსინის გარღვევას საჯარიმოში შეჭრილი კვანტალიანისკენ გამიზნული გადაცემა მოჰყვა. შეცვლაზე შესულმა კოლხმა ფეხბურთელმა თანაგუნდელებს ამაგი დაუფასა და ზუსტი დარტყმით…ფოთელებს მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოუტანა.
მატჩის დაძაბულობიდან გამომდინარე შეხვედრის მიწურულს ფეხბურთელებს ნერვებმა უმტყუნა, რასაც მოედანზე შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ჩოჩქოლსა და მტყუან-მართლის გარჩევაში ორივე გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი მონაწილეობდა, თუმცა სიტუაცია მალევე გამოსწორდა და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:
სოსო ფილია (,,კოლხეთი”): ,,როგორც იქნა გამარჯვება მოვიპოვეთ. ბიჭებმა მოედანზე ყველაფერი დადეს და შედეგსაც მივაღწიეთ. დღეს ისეთი თამაში იყო, რომ შეიძლებოდა როგორც მოგება, ასევე წაგება. მომენტები ორივე გუნდს გვქონდა, თუცა ჩვენ უფრო გაგვიმართლა და ძალიან გახარებულები ვართ.”
არმაზ ჯელაძე (,,სიონი’’): ,,ასეთ პირობებში თამაშის დროს ბურთის გაკონტროლება ძნელია და კომბინაციური თამაში არ გამოდის. ყველაფერს ბრძოლა წყვეტს. მართალია ძალიან მოვინდომეთ, მაგრამ ბოლოს მეტოქემ გვაჯობა. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას.”
,,კოლხეთი” (ფოთი) - ,,სიონი” (ბოლნისი) 2:1 (1:1)
17 მარტი. ფოთი. ,,ფაზისი’’ 15:00 სთ. 300 მაყურებელი
,,კოლხეთი”: ხარშილაძე, გ. კილასონია, ჩადუნელი, ფარულავა, კაკულია, გოგონაია, როსინი (ხოშტარია 86), ზ. ჯანაშია, კრასოვსკი (კ) (წაბრია 76), ბუხაიძე (კვანტალიანი 63), მოისწრაფიშვილი;
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფილია
,,სიონი”: ბობღიაშვილი, ორბელაძე, სვანიძე (კ), ელიავა, ქემოკლიძე, ჰაიდუჩეკი (ნემსაძე 70), ცხადაია, ლექვთაძე, უგრეხელიძე (ისიანი 82), მიკუჩაძე (გოგატიშვილი 67), ახალაია.
მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე
გოლები: 1:0 ფარულავა (20), 1:1 მიკუჩაძე (33 პენ), 2:1 კვანტალიანი (84);
გაფრთხილება: მოისწრაფიშვილი (11), სვანიძე (20), ჩადუნელი (32), ახალაია (51), ფარულავა (72), ნემსაძე (90);
არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი
I-VI ადგილებისთვის
დინამო (თბ) – დილა 0:0
ზუგდიდი – ჩიხურა 1:3 (1:0)
გოლები: 1:0 ირაკლი ეხვაია (26), 1:1 ბესიკ დეკანოიძე (67), 1:2 ნიკო კვასხვაძე (80), 1:3 ბესიკ დეკანოიძე (90+2)
ზესტაფონი – ტორპედო 0:0
1 | დინამო (თბილისი) | 24 | 17 | 5 | 2 | 66:19 | 56 |
2 | დილა (გორი) | 24 | 17 | 2 | 5 | 38:16 | 53 |
3 | ტორპედო (ქუთაისი) | 24 | 14 | 5 | 5 | 41:18 | 47 |
4 | ჩიხურა (საჩხერე) | 24 | 14 | 5 | 5 | 38:22 | 47 |
5 | ზესტაფონი | 24 | 11 | 5 | 8 | 31:22 | 38 |
6 | ზუგდიდი | 24 | 10 | 5 | 9 | 28:32 | 35 |
30 მარტი: დილა – ზუგდიდი, ტორპედო – დინამო (თბ), ჩიხურა - ზესტაფონი
VII-XII ადგილებისთვის
კოლხეთი – სიონი 2:1 (1:1)
გოლები: 1:0 თეიმურაზ ფარულავა (20), 1:1 აკაკი მიკუჩაძე (33, პენ), 2:1 შალვა კვანტალიანი (84)
დინამო (ბთ) – ვიტ ჯორჯია 2:0 (1:0)
გოლი: 1:0, 2:0 ბესიკ ჩიმაკაძე (40, 90 პენ)
მეტალურგი – მერანი 1:1 (1:1)
გოლი: 1:0 ზვიად ლობჯანიძე (20), 1:1 ლაშა კუჭუხიძე (39)
1 | მეტალურგი (რუსთავი) | 24 | 10 | 5 | 9 | 23:27 | 35 |
2 | მერანი (მარტვილი) | 24 | 7 | 3 | 14 | 24:38 | 24 |
3 | ვიტ ჯორჯია (თბილისი) | 24 | 5 | 7 | 12 | 15:33 | 22 |
4 | სიონი (ბოლნისი) | 24 | 5 | 6 | 13 | 17:40 | 21 |
5 | დინამო (ბათუმი) | 24 | 5 | 4 | 15 | 25:47 | 19 |
6 | კოლხეთი (ფოთი) | 24 | 1 | 4 | 19 | 13:45 | 7 |
25-ე ტური
30 მარტი: მერანი – კოლხეთი, ვიტ ჯორჯია – მეტალურგი, სიონი – დინამო (ბთ)
მეგოლეები:
18 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)
17 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)
13 - საბა ლომია (“მერანი”)
12 – ალვარო (“დინამო” თბილისი)
10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)
7 - დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”), დიმიტრი ტატანაშვილი (“მეტალურგი” / “დინამო” თბილისი)
6 – მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), ბესიკ ჩიმაკაძე (1, “ვიტ ჯორჯია” / “დინამო” ბათუმი), რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის), ლევან ხმალაძე, გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე (“ჩიხურა”),
5 - გიორგი ბერიაშვილი, გიორგი კუხიანიძე (2), ელგუჯა გრიგალაშვილი (ყველა - “ტორპედო”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), ნიკო კვასხვაძე ("ჩიხურა")
4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ნიკა დიასამიძე (“დინამო” ბათუმი), რომან ახალკაცი (“დილა” / “მეტალურგი”), ლაშა გვალია (1), ირაკლი მოდებაძე (2, ორივე - “დილა”)
3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი (ორივე - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, ნათან ჟუნიორი (ყველა - “დილა”), გიორგი ონიანი (“დილა” / “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე (“დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი, შალვა კვანტალიანი (ორივე - “კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”)
2 – ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი (ორივე – “ზესტაფონი”), ზურაბ მენთეშაშვილი (“ზესტაფონი” / “მეტალურგი”), ლევან კუტალია (1,“ზუგდიდი” / “ზესტაფონი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე (ყველა - “მეტალურგი”), სანდრო გურული (1 “დილა” / “დინამო” ბათუმი), დათო კვირკველია (1, “დილა”), ირაკლი კლიმიაშვილი (“დილა” / თავისუფალი აგენტი), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე, ბექა ტუღუში, ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე, ამირან მუჯირი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ელგუჯა ლობჟანიძე, ლაშა გაბრიჩიძე (ორივე - “ვიტ ჯორჯია”), ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)
1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, ბოტი გოა დემელი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, ვალერი იობაშვილი, დათა სიჭინავა, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი (“ზესტაფონი” / “დინამო თბილისი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი (ორივე – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე (“ზუგდიდი” / “დინამო” ბათუმი), გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, გიორგი ქუცურუა (გუნდში აღარ არის), დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, გიორგი ფეიქრიშვილი (გუნდში აღარ არის), ვილი ისიანი, გიორგი ჭანკოტაძე (გუნდში აღარ არის), დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია, აკაკი მიკუჩაძე (1) (ყველა - “სიონი”), გიორგი ჭედია (“სიონი” / ამჟამად უგუნდოდ), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ირაკლი ღიბრაძე, გურამ ადამაძე (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე (“ტორპედო” / “დილა”), ვალერი კაციტაძე, მიხეილ გორელიშვილი, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია (ყველა - “დილა”) ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), ომარ გოგონაია, ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია (“კოლხეთი” / “დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე, გოგი ფიფია, ზვიად ლობჯანიძე (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” Aაზერბაიჯანი)
ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი, გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა
ვახტანგ დათიაშვილი ფოთიდან