ფეხბურთი

16:32 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოიესმა უელბეკი, იანგი და კლევერლი დასაჯა

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა დევიდ მოიესმა დენი უელბეკი, ეშლი იანგი და ტომ კლევერლი დასაჯა. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

საქმე ისაა, რომ ინგლისელი ფეხბურთელების ტრიო მიუნხენის “ბაიერნთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალიდან გამოვარდნის შემდეგ მანჩესტერის ერთ-ერთ ქუჩაში ცეკვავდა და ერთობოდა. ცხადია, “წითელი ეშმაკების” დამრიგებელს ფეხბურთელთა ასეთი ქცევა არ მოეწონა.

ამის გამო, მოიესმა სამივე მათგანს დამატებითი ვარჯიშები დაუნიშნა და მკაცრად უსაყვედურა.

 

0.115381