ინგლისური პრესის ცნობით, უეინ რუნისთან დაკავშირებული სიტუაცია უცვლელია – 27 წლის ფეხბურთელი კვლავ წასვლას აპირებს.
Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერის” ახალი მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი რუნის ტელეფონით ესაუბრა და მისი გადარწმუნება სცადა. თუ ინგლისელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მოიესმა რუნის პირობა მისცა, რომ ეს უკანასკნელი რობინ ვან პერსის ჩრდილში არ მოექცეოდა. ინგლისელმა ცენტრფორვარდის პოზიციაზე დაბრუნება მოითხოვა და რადგან ამის გარანტია ვერ მიიღო, სიტუაცია უცვლელი დარჩა.