ფეხბურთი

15:07 | 12.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოიესმა იოზილის შეძენაზე უარი თქვა

 

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ დევიდ მოიესს, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს, გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ მესუტ იოზილის შეძენის საშუალება ქონდა, მაგრამ ამ შანსის გამოყენებაზე უარი განაცხადა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, მანჩესტერელებს 24 წლის ფეხბურთელის შეძენა მას შემდეგ შეეძლოთ, როდესაც მან ლონდონის “არსენალში” სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამასთან, თავად იოზილი, ასეთ შემთხვევაში, “მანჩესტერში” ტრანსფერს მიანიჭებდა უპირატესობას. თუმცა, “იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა გადაწყვიტა, რომ მესუტის ლონდონურ კლუბში გადასვლისთვის ხელი არ შეეშალა და ჩათვალა, რომ “წითელ ეშმაკებს” სხვა სტილის ფეხბურთელი სჭირდებოდათ.

მანჩესტერელებს ბილბაოს “ატლეტიკიდან” ანდერ ერერას შეძენა სურდათ, მაგრამ მის სანაცვლოდ 36 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდაზე უარი თქვეს, რის შემდეგაც მადრიდის “რეალს” ფაბიუ კოენტრაუს და სამი ხედირას შეძენის წინადადებით მიმართეს. მას შემდეგ, რაც ეს ტრანსფერიც არ შედგა, “მანჩესტერმა” “ევერტონისგან” მარუან ფელაინი იყიდა.

Daily Mail-ის ცნობით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მოიესი ნახევარდაცვის ხაზის კიდევ ორი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს.

0.119026