ფეხბურთი

17:56 | 19.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოიესმა 150 მილიონი მიიღო და კავანის დაუმიზნა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ გუნდმა უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს. ბრიტანული პრესის ცნობით, “წითელმა ეშმაკებმა” ტრანსფერებისთვის 150 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადადეს.

მანჩესტერელთა მთავარი სამიზნე “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ედინსონ კავანია, რომლის სანაცვლოდაც, ზაფხულში, პარიზელებმა “ნაპოლის” 55 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს. ურუგვაელს ფრანგული კონტრაქტის პირობები აკმაყოფილებს, მაგრამ ჩემპიონატით დიდად მოხიბლული არაა და ინგლისში გადასვლას არ გამორიცხავს.

კავანის გარდა, “მანჩესტერი” იულიან დრაქსლერს, ლუკ შოუსა და მარკო როისსაც უმიზნებს. 

 

0.116832