ფეხბურთი

18:56 | 14.09.2013 | ნანახია 1608 - ჯერ

მოიესი ზამთრისთვის ემზადება

ზამთრის სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერ იუნაიტედი” რამდენიმე ფეხბურთელის შეძენას გეგმავს. Daily Star-ის ცნობით, “წითელი ეშმაკების” თავკაცი დევიდ მოიესი აქცენტს ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებაზე აკეთებს.

მოგეხსენებათ, ზაფხულში, მანჩესტერელებმა მხოლოდ მარუან ფელაინი შეიძინეს და რამდენიმე ტრანსფერი ჩაეშალათ. ზამთარში, დევიდ მოიესი ანდერ ერერას, სესკ ფაბრეგასისა და ალექს სონგის შეძენას ეცდება. გარდა ამისა, განიხილება “რომას” ვიცე-კაპიტნის – დანიელე დე როსის კანდიდატურაც.

აღსანიშნავია, რომ “მანჩესტერმა” “ბარსელონას” ფაბრეგასის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით 3-ჯერ მიმართა, მაგრამ ყველა შემთხვევაში უარი მიიღო.

 


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:17 | 14.09.2013
deqster (10377)

ზამთრისთვის სავარაუდოდ ემზადება, მაგრამ ჯერ ნახავს გუნდში რა რესურსია და შეიძლება ცენტრალური ნახევარმცველი საერთოდ აღარ მოუნდეს...
ისე ჩემი აზრით ყველაზე მეტად ბეინსზე იჩალიჩებს, მარცხენა მცველი უნდა, ბეინსი ძალიან ევასება და პლიუს ლიგაზე დახმარება შეეძლება(თორე ისე ბეინსს მე კოენტრაო მირჩევნია)....

19:38 | 14.09.2013
riva (2859)

ფაბრეს ვინ მისცემს ტო არც თვითონ წავა წელს საკაიფოდ დრო აქვს და ექნება კიდეც აი სონგში გააჩნია რამდენს გამოვლენ. 30-ად ბაზარი არაა

19:09 | 14.09.2013
GOVEN (4940)

აუ ეს კოშელნი ზარალია რა )

19:05 | 14.09.2013
Italiano90 (919)

stripslashes((strlen('http://goal.ge/ge/p=21839')>0?'http://goal.ge/ge/p=21839':'http://goal.ge/ge/p=21839'))
გენაცვალეე,მაგარი კაცი,როგორ მიყვარს,N1 ფორვარდია ჩემთვის ამ დროისთვის

19:06 | 14.09.2013
Italiano90 (919)

მარა ნაპოლიდან რო წავიდა მაგრად გამიტყდა

19:21 | 14.09.2013
ჩიჩარიტო (18039)

რატომღაც მეგონა რეალში წავიდოდა მარა საფრანგეთს მიაშურა ერთის მხრივ კარგია ლავეცი-კავანის 1 გუნდში ნახვა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125593