ფეხბურთი

18:22 | 5.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოიესი ხმაურიან ტრანსფერებს გამორიცხავს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობას არ გამორიცხავს, მაგრამ აცხადებს, რომ მისი გუნდი ხმაურიან შენაძენებს არ განახორციელებს.

“რა თქმა უნდა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ვფიქრობ, მაგრამ მსურს გაგაფრთხილოთ, რომ ხმაურიანი შენაძენები არ იქნება.

თუ გუნდი გადარჩენისთვის იბრძვის, შეიძლება, მან რამდენიმე ნაჩქარევი ტრანსფერი განახორციელოს. ჩვენ კი ვეძებთ ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდის თამაშს გააძლიერებენ. ასე რომ, რამდენიმე კარგი ტრანსფერი ზედმეტი არ იქნება.” – ავრცელებს მოიესის სიტყვებს Sky Sports-ი.

0.114139