“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი, მიმდინარე სეზონში ნაჩვენები ძალიან ცუდი შედეგების მიუხედავად, მიიჩნევს, რომ მას დაკავებული თანამდებობიდან დათხოვნა არ ემუქრება.
“კლუბში ჩემს მომავალთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. შესანიშნავი სამსახური მაქვს და კლუბთან კონტრაქტი კიდევ 6 წლით მაკავშირებს.
“მანჩესტერს” მოკლევადიანი გეგმები არ აქვს. ეს გუნდი მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაზე მუშაობს.
ჩემი ფეხბურთელების მჯერა. ხვალ, ყველაფერს გავიღებთ იმისათვის, რომ “ოლიმპიაკოსთან” მატჩში წარმატებას მივაღწიოთ.” – ციტირებს მოიესის სიტყვებს BBC.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში, “მანჩესტერმა” “ოლიმპიაკოსთან” 0:2 წააგო.