ფეხბურთი

16:35 | 22.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოიესი ვიდიჩის ახალ კონტრაქტზე ფიქრობს

“მანჩესტერ იუნაიტედის” სამწვრთნელო შტაბი უკანახაზელ ნემანია ვიდიჩს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. “წითელი ეშმაკების” თავკაც დევიდ მოიესს სერბი მცველის შენარჩუნება სურს.

“კლუბის ხელმძღვანელებთან კონტრაქტის თაობაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვიდიჩის ახლანდელი ფორმა საშუალებას მაძლევს ვთქვა, რომ ახალი ხელშეკრულების ღირსია. რა თქმა უნდა, მისი ტრავმიანობა გასათვალისწინებელია და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენებია. სადღეისოდ, ვიდიჩი მშვენიერ ფორმაშია”, - განუცხადა მოიესმა Sky Sports-ს.

ვიდიჩს მანჩესტერელებთან მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115046