“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა, პრემიერლიგის საშინაო მატჩში “ვესტ ბრომვიჩთან” 1:2 წაგების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მეტოქემ დამსახურებულად მოიგო.
“ეს იყო ცუდად ნათამაშები შეხვედრა, რომელიც ცუდი შედეგით დასრულდა. ძალიან ნელა ვმოძრაობდით და არაფერი გამოგვდიოდა. პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ ანგარიშის გასახსნელად, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ. “ვესტ ბრომვიჩმა” კი ეს შეძლო და გამარჯვება დაიმსახურა”, – განაცხადა მოიესმა.