“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ის 1/4-ფინალში მოხვედრითაც კმაყოფილია.
“მოხარული ვარ, რომ “მანჩესტერი” წილისყრაში მონაწილეობდა და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ითამაშებს.
ვფიქრობ, “ოლიმპიაკოსთან” გამართული პირველი თამაშის შემდეგ, ჩვენი შემდეგ ეტაპზე გასვლის ბევრს არ სჯეროდა.
ჩვენთვის სულ ერთი იყო, ვინ შეგხვდებოდა მეტოქედ, მაგრამ აშკარაა, რომ “ბაიერნის” სახით ყველაზე ძლიერი გუნდი დაგვიპირისპირდება.
გარდა ამისა, ყოველთვის სასურველია, რომ განმეორებითი თამაში საკუთარ მოედანზე ჩაატარო.” – ციტირებს მოიესის სიტყვებს Sky Sports-ი.
“მანჩესტერი” და “ბაიერნი” ერთმანეთს პირველ და 9 მარტს დაუპირისპირდებიან. პირველი თამაში მანჩესტერში გაიმართება, ხოლო განმეორებითი – მიუნხენში.