ფეხბურთი

17:51 | 5.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოიესი მარტინესმა შეცვალა

“უიგანის” აწ უკვე ყოფილმა დამრიგებელმა, რობერტო მარტინესმა, “ევერტონი” ჩაიბარა.

დევიდ მოიესის “მანჩესტერში” წასვლის შემდეგ, “ევერტონის” მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური იყო. ამავდროულად, ვრცელდებოდა ინფორმაცია რობერტო მატინესის “უიგანიდან” წასვლის შესახებ. მართალია, გასულ სეზონში, ესპანელმა გუნდს ასოციაციის თასი მოაგებინა, მაგრამ მან “უიგანი” პრემიერლიგიდან გავარდნისგან ვერ იხსნა.

“ევერტონის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, რობერტო მარტინესმა კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდელები “უიგანს” 1.5 მილიონ ფუნტს გადაუხდიან.

0.135099